- რამდენიმე დღის წინ 21 წლის გახდით, შეძელით იმის გაკეთება, რაც გინდოდათ?
- შევძელი თუ არა,
- როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?
- ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე, ჩემი გულშემატკივრებიც მოვიდნენ და ტორტი მომიტანეს. ბოლო 4-5 წელია, ასე ხდება. ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ჩემი დაბადების დღე არ მიმაჩნია ისეთ მოვლენად, რომ ხალხი შეწუხდეს. დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივრებს. მათ ფანებს არ ვუწოდებ, ისინი ჩემი შორეული ახლობლები არიან. ხშირად ბევრ ახლობელზე მეტად მიდგანან გვერდით.ყოფილა დღეები, განსაკუთრებით ამერიკაში ყოფნისას, როცა ჩემები მენატრებოდა და სევდიან განწყობაზე ვიყავი, ამ დროს სწორედ მათ გზავნილებს მოუცია დიდი ძალა... დაბადების დღე ოჯახის წევრებმაც ტორტით მომილოცეს და მიმღერეს Hაპპყ ბირტჰდაყ. დაბადების დღის საჩუქარს ახალ წელს მივიღებ...
- როგორ აღნიშნავს ივანიშვილების ოჯახი ახალ წელს?
- ყოველ ახალ წელს ვიკრიბებით. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. ჩემი ძმა უტა საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკო - ამერიკაში, ახალ წელს ყველანი ვიკრიბებით.
- როდემდე რჩებით საქართველოში?
- იანვრამდე დავრჩები. პირველად ვამბობ საჯაროდ - "ნექსთის" წევრი გავხდი. ისინი იზრუნებენ ჩემს იმიჯზე, განვითარებაზე... პარიზში "ფეშენ ვიკზე" ვიყავი ნეშ გრიერთან ერთად, სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდა "ნექსთის" წარმომადგენლობა და გავაფორმეთ კონტრაქტი ამ წარმატებულ სააგენტოსთან. იხილეთ სრულად