03 მაისი, 2013
რა აკავშირებს პრეზიდენტის პაროდისტს გოგონასთან, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს
როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. უნივერსიტეტში მომხდარმა ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ადამია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მესამე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ამბობენ, ბიჭი, რომელმაც ეს ჩაიდინა, გვანცას თანაკურსელი იყო და გოგონა უყვარდა.

''გვანცა, შენ უნდა გადარჩე, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჩვენთან იქნები'', - ამ წარწერით პრეზიდენტის ახალმა პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა ფოტო გამოაქვეყნა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე, სადაც ის გვანცასთან ერთად არის გადაღებული.

- ქართლოს, გვანცას იცნობ?
- ჩემი ნათესავია, დედის მხრიდან... დათრგუნული ვარ.
- რას ამბობენ ექიმები?
- მდგომარეობა მძიმეა და თან სტაბილური. ღმერთის იმედი მაქვს!
- რაიმე იცი გვანცასა და იმ ბიჭის შესახებ?
- როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. გვანცას მეგობრები ამბობენ, რომ მოძალადე თვითონ ჩაბარდა პოლიციას.
- შეყვარებული თუ ჰყავდა გვანცას?
- არ ვიცი.
- ეს ფოტო როდის გადაიღეთ?
- მარტში, დეიდაშვილის დაბადების დღეზე ვიყავით ერთად.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
გოჩა
ჯერ სიმართლე გაარკვიეთ და მერე წერეთ,სადისტები თავად ხართ.საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ და საწყალ ბიჭს ქვეყანას ალანძღინებთ. ცილისწამება ცოდვაა და ყველას მოგეკითხებათ,ილოცეთ რომ უფალმა შეგინდოთ.
12:59 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გმერტმა არ მიგატოვოს და გამოგაჯამტელოს ნუ გესინია გვტის წყალობიტ ყველაფერი კარგად იქნებაჰ
03:02 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლარისა
კომენტარი კი არა ვილოცოთ რომ გადარჩეს , რას ერჩოდა ეს რა სიყვარულია სადისტი ყოფილა.უფალო გადაარჩინე.... ამინ!
00:20 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
უფალი იყოს მისი მფარველი მე მწამს რომ გადარცება.უფალი არ მიატოვებს.
20:16 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცი
იმედია გადარჩება და კარგად იქნება. უფალო გადაარჩინე
17:44 / 22-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS