03 მაისი, 2013
რა აკავშირებს პრეზიდენტის პაროდისტს გოგონასთან, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს
როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. უნივერსიტეტში მომხდარმა ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ადამია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მესამე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ამბობენ, ბიჭი, რომელმაც ეს ჩაიდინა, გვანცას თანაკურსელი იყო და გოგონა უყვარდა.

''გვანცა, შენ უნდა გადარჩე, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჩვენთან იქნები'', - ამ წარწერით პრეზიდენტის ახალმა პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა ფოტო გამოაქვეყნა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე, სადაც ის გვანცასთან ერთად არის გადაღებული.

- ქართლოს, გვანცას იცნობ?
- ჩემი ნათესავია, დედის მხრიდან... დათრგუნული ვარ.
- რას ამბობენ ექიმები?
- მდგომარეობა მძიმეა და თან სტაბილური. ღმერთის იმედი მაქვს!
- რაიმე იცი გვანცასა და იმ ბიჭის შესახებ?
- როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. გვანცას მეგობრები ამბობენ, რომ მოძალადე თვითონ ჩაბარდა პოლიციას.
- შეყვარებული თუ ჰყავდა გვანცას?
- არ ვიცი.
- ეს ფოტო როდის გადაიღეთ?
- მარტში, დეიდაშვილის დაბადების დღეზე ვიყავით ერთად.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ოოოფ...
ღმერთო დიდებულო, შენ მიეცი ამ თვალებცქრიალა გოგოს გამოჯანმრთელების ძალა. გაოგნებული ვარ, საით მივდივართ ხალხნო, რამ დაგვიბნელა ასე გრძნობა და გონება, სიყვარული და ეგოიზმი ერთმანეთში ერევათ არაკაცებს, ესაა უბედურება.
00:26 / 05-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ეს გოგო გადარჩება და კარგად იქნება, როცა ადამიანების ფოტოს ვხედავ ვგრდზნობ არის თუ არა მასში საციცოცხლო ძალა,
11:32 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა არაკაცია საყვარელ გოგოს სასიკვდილოდ როგორ იმეტებ!ღმერთი არ გაწირავს ამ ანგელოზივით გოგონას
10:41 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
sopo
gmerto amas sikvaruli hqvia? gaognebuli var, saxelic ki ar moizebneba ra unda uwodo am jalats. upalo gadaarchine es angelozi da mas damarte uaresi. gemrti shentan chemo lamazo gogo darwmunebuli var gamoxval mdgomareobidan da didxans didxans icocxleb sheni mshoblebis gasaxarad. gmerto ismine amdeni xalxis locva da vedreba.
05:01 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექსანდრა
ადამიანი გიყვარდეს და სასიკვდილოდ გაიმეტო? ესაა სიყვარული ?
00:10 / 04-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
ძნელია მტყუან მართლი გაარჩიო..მაგრამ გვანცამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო....იმ ბიჭს რომ ყვარებოდა ასე არ გაიმეტებდა...ღმერთი შეეწიოს....
22:25 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
უფალო შენ დაიფარე და გადაარჩინე ეს ახალგასზრდა და ლამაზი გოგონა
21:18 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვედრება
ყველამ მოვიხსენიოთ მისი სახელი ლოცვებში
20:53 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონ
უფალო გადააფარე შენი მოწყალე კალთა და დაიფარე
20:51 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანამარია
უფალო ,მაღალო,ყოვლისშემძლეო,შენი კალთა გადააფარე ამ ახალგაზრდა გოგოს და დაუბრუნე ის მის საყვარელ ადამიანებს,ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,არ ვიცნობ მაგრამ შემძრა ამ ტრაგედიამ,გააბრუნე უფალო ამინ!
19:50 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS