03 მაისი, 2013
რა აკავშირებს პრეზიდენტის პაროდისტს გოგონასთან, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს
როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. უნივერსიტეტში მომხდარმა ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ადამია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მესამე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ამბობენ, ბიჭი, რომელმაც ეს ჩაიდინა, გვანცას თანაკურსელი იყო და გოგონა უყვარდა.

''გვანცა, შენ უნდა გადარჩე, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჩვენთან იქნები'', - ამ წარწერით პრეზიდენტის ახალმა პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა ფოტო გამოაქვეყნა ''ფეისბუქის'' საკუთარ
გვერდზე, სადაც ის გვანცასთან ერთად არის გადაღებული.

- ქართლოს, გვანცას იცნობ?
- ჩემი ნათესავია, დედის მხრიდან... დათრგუნული ვარ.
- რას ამბობენ ექიმები?
- მდგომარეობა მძიმეა და თან სტაბილური. ღმერთის იმედი მაქვს!
- რაიმე იცი გვანცასა და იმ ბიჭის შესახებ?
- როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. გვანცას მეგობრები ამბობენ, რომ მოძალადე თვითონ ჩაბარდა პოლიციას.
- შეყვარებული თუ ჰყავდა გვანცას?
- არ ვიცი.
- ეს ფოტო როდის გადაიღეთ?
- მარტში, დეიდაშვილის დაბადების დღეზე ვიყავით ერთად.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნატალია
მტელი გულით ვუსურვებ გამოჯანმრთელებას
16:26 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გურამი
გამოჯამრთელებას ვუსურვებ მშვენიერ გოგონას.
11:09 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაური
გმერტო მოეხმარე
19:54 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ ლამაზ გვანცას.ღმერთი იყოს მისი მფარველი.
14:40 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
FBზე ვნახე რა ლამაზი გოგოა, ბავშვია მთლად :( როგორ უნდა გაიმეტო ასეტი გოგო, კატები მძულს და იმას არ ავიყვან და არ დავანარცხებ ძირს! ადამიანი და ტაბ გოგო როგორ უნდა გაემეტეა ამ მხეცს?!
12:53 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
რამდენი არაკაცი არსებობს.გახშირდა ცოლების შეურაცხყოფა, დაჭრა.გოგონა მყავს და მისი გათხოვებისაც კი მეშინია.ქართველი მამაკაცები უკვე საშიშნი გახდნენ.იმიტომაც გახშირდა უცხოელებზე გათხოვების ფაქტები.გვანცას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, იმ ნაძირალას კი კარგს არაფერს.
08:39 / 06-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ღმერტმა მისცეს ამ გოგოს გადარჩენის ძალა და ასეც უნდა იყოს რადგან წარმოუდგენელია ასე დამთავრდეს ამ ულამაზესი გოგოს ცხოვრება. ვილოცოთ ხალხნო ერთად გვანცას სიცოცხლისთვის
19:30 / 05-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ღმერთო დაიფარე.და გადაარჩინე ეს ულამაზესი გოგონა
15:13 / 05-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ღმერთო დაიფარე და გადმოხედე
03:06 / 05-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ღმერთო დაიფარე და გადმოაფარე შენი კალთა.გამოაჯანმრთელე გევედრები
01:10 / 05-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS