''გვანცა, შენ უნდა გადარჩე, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჩვენთან იქნები'', - ამ წარწერით პრეზიდენტის ახალმა პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა ფოტო გამოაქვეყნა ''ფეისბუქის'' საკუთარ
- ქართლოს, გვანცას იცნობ?
- ჩემი ნათესავია, დედის მხრიდან... დათრგუნული ვარ.
- რას ამბობენ ექიმები?
- მდგომარეობა მძიმეა და თან სტაბილური. ღმერთის იმედი მაქვს!
- რაიმე იცი გვანცასა და იმ ბიჭის შესახებ?
- როგორც გავიგე, გვანცას არ უყვარდა ის ბიჭი, ის კი თავს არ ანებებდა, უკან დაჰყვებოდა, უთვალთვალებდა. ბოლოს კი ნახეთ, რაც მოხდა. გვანცას მეგობრები ამბობენ, რომ მოძალადე თვითონ ჩაბარდა პოლიციას.
- შეყვარებული თუ ჰყავდა გვანცას?
- არ ვიცი.
- ეს ფოტო როდის გადაიღეთ?
- მარტში, დეიდაშვილის დაბადების დღეზე ვიყავით ერთად.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















