25 დეკემბერი, 2015
მარია გაიდარის მტკიცებით მიხეილ სააკაშვილი მალე მამა გახდება
მარია არ მალავს, რომ ორსულობის მეხუთე თვეშია
უკვე ორი დღეა, რამდენიმე რუსული და უკრაინული საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ საკაშვილი მალე მამა გახდება. დედა კი ოდესის გუბერნატორის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე მარია გაიდარი იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა "მამაკაცი და ქალის" წამყვანებს უამბო.

მარია არ მალავს, რომ ორსულობის მეხუთე თვეშია და რომ აპრილში "ოდესის პატარა გუბერნატორს" ელოდება, რომლის მამაც მიხეილ სააკაშვილია.

მარია გაიდარის თქმით: "მიშასგან მშვენიერი მამა დადგება და ის ძალიან ბედნიერია ჩვენი ბავშვის გამო, რომლის
სქესსაც არ გეტყვით". კითხვაზე, აპირებენ თუ არა ოფიციალურ საქორწინო რეგისტრაციას მიხეილ სააკაშვილი და მარია გაიდარი, მარიამ განაცხადა: "ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას."

რამდენიმე თვის წინ კი უკრაინული მედია წერდა, რომ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მისი მოადგილე, მარია გაიდარი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.

რამდენიმე გამოცემის მტკიცებით, ოდესის გუბერნატორის მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების გამო, მარია გაიდარმა  უკრაინის პრეზიდენტს მიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას მედიასაშუალებები პოროშენკოს ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერდნენ. ჩინოვნიკის ინფორმაციით, გაიდარი კიევში თავად ჩავიდა და გაუპატიურების გამო პრეზიდენტს მიმართა. არსებული ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის მოადგილის განცხადების თაობაზე, მოკვლევა მიმდინარეობდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ხვიჩა
ჯამტელი იყოს
20:41 / 04-01-2016
გამოხმაურება / 0 /
эсмеральда
мишасган дамдгариа карги мама диди ханиа да ар счирдеба амса коментари...русули медиа мхолод чоребит арис дакавебули да миквирс амденхансац ром ар гамоацхвес ес утка...
15:45 / 27-12-2015
გამოხმაურება / 0 /
22.08.
ეს მარია მიუხედავად კარგი აზროვნებისა ფსიქიურად გადაგვარებული პიროვნებაა, მიშასავით სტყუის და პიარობს, არის რაღაც არამიწიერი პიროვნება.
14:16 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რას არ გაიგებ!..
დეე-დაა!.. ამას ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი!.. ნეტა, სანდრა მაინც არ გაიგებდეს, თორემ გაუსკდება გული :((
02:17 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
Tekla
რუსული საიტების სუნი მცემს... აეწვათ კუდები მიშას პოპულარობაზე და აიყროლეს პირები კიდევ ერთხელ.
22:52 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS