ფერაძის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და ერთადერთი 5 წლის ვაჟის მკვლელობაშია ბრალდებული. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
AMBEBI.GE გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უმძიმესი სურათი დაგვხვდა. მამა-შვილის ცხედრები ერთ პატარა ოთახშია დასვენებული, იმავე ოთახში, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა.
გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი ქაფიაშვილი და უმცროსი ძმა მალხაზ ქაფიაშვილი ტრაგედიაზე არ საუბრობენ. როგორც ოჯახის ახლობლები პირად
ქაფიაშვილების ახლობლები ტრაგედიის საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, სახლში გასისხლიანებული კედლებისა და იატაკის გაწმენდის შემდეგ, პაპიძემ მეუღლის გვამის გადაგდება სცადა. სადარბაზოსთან მანქანა მიიყვანა და ცდილობდა მოკლული ქმრის ცხედარი ავტომობილის საბარგულში ჩაესვენებინა, რა დროსაც მეზობელმა დაინახა და ამის შემდეგ დაიწყო კივილი. რაც შეეხება 5 წლის თორნიკეს, ახლობლების თქმით, ის დედას სავარაუდოდ, გაჩუმების დროს შემოაკვდა. ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც ბრალდებულს ყველაფრის განხორციელებაში დაეხმარა.
ომარ ქაფიაშვილის დედა, ლილი ქაფიაშვილი ამბობს, რომ ის რძალმა მოატყუა. როდესაც დედამთილმა შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, მაგდა პაპიძემ უთხრა, რომ ისინი ხაჭაპურის საჭმელად იყვნენ წასული, ამ დროს კი ორივე გარდაცვლილი იყო სახლში და მათი ცხედრების სახლიდან გატანა ქალმა ღამის ოთხი საათისთვის, ყველასაგან მალულად სცადა. ქაფიაშვილების მეზობლების თქმით, რძალსა და დედამთილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ლილი ქაფიაშვილი მუშაობს და მაგდა პაპიძეს პატარა თორნიკეს აღზრდაშიც ძალიან ეხმარებოდა. კარგ დედად ახასიათებენ მეზობლები თავად მაგდა პაპიძესაც. "ლილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა უბედურება დაატყდა თავს, შოკშია, რამდენჯერაც წაიყვანეს პოლიციაში, უკან მოჰყავთ. ზოგჯერ ჰგონია, რომ ომარი ცოცხალია და პოლიციელებს ეკითხება, სად არის, ომარი მომიყვანეთ, მაგდას კი ინსულინის ნემსი მიუტანეთ, ცუდად არისო", - აცხადებენ მეზობლები.
როგორც AMBEBI.GE-მ მეზობლებთან საუბრებიდან გაარკვია, გარდაცვლილი მამა-შვილის პანაშვიდზე მხოლოდ მაგდა პაპიძის და, ლანა იმყოფებოდა, რომელმაც დის ტანსაცმელი და ის ნივთები წამოიღო სახლიდან, რომელიც მისი შეძენილი იყო. ლანა პაპიძემ ასევე წაიღო ომარ ქაფიაშვილის ტანსაცმელიც, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ამ ტანსაცმელში მაგდა პაპიძე რაღაცას მალავდა. ოჯახის ახლობლები ასევე ფიქრობენ, რომ მაგდა პაპიძეს რომელიმე სექტასთან ჰქონდა ურთიერთობა და ქმარ-შვილი სექტას მსხვერპლად შესწირა.
იხილეთ სრულად