სანდრა რულოვსის დაბადების დღეს საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დაემთხვა. ამ ამბავს საქართველოს ყოფილ პირველ ლედის დაბადების დღესთან ერთად ულოცავდნენ.
„დღეს არ გაჩერებულა მეილები და ზარები ჩემს ტელეფონსა და სკაიპში, მილოცავდნენ დაბადების დღეს, ედუარდის ჩამოსვლას ამერიკიდან და პრემიერის გადადგომას კი...ყველას მადლობას მოგახსენებთ გამოხმაურების, საჩუქრებისა და ყვავილებისათვის! ეს ლამაზი მაისური კი ედუარდისაგან მივიღე“, წერს სანდრა სოციალურ ქსელში და შვილის ნაჩუქარ მაისურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
