23 დეკემბერი, 2015
''ჩემი ცოლის დაქალების'' სცნარისტი ''ვოისის'' სცენიდან პატიმრის გათავისუფლებას ეხმაურება -''თუ რამის დაყაჩაღებას დააპირებთ, პარალელურად ვოკალზეც იარეთ''
"ვოისის" კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა.

"აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს, დაგითმობთ პირად ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

ამ ამბავს ჩემი ცოლის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ფეისბუქზე ეხმაურება.

''თუ რამის დაყაჩაღებას დააპირებთ, პარალელურად ვოკალზეც იარეთ. დახუჭული თვალებით პატრიარქის დაწერილი საგალობლების მღერა, მანანა-არჩილი,
ეკა ლენგვიჯფაკერი და ასოვანი ტოლერანტობა - გზა თავისუფლებისკენ.'', წერს ქეთი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
თამთა
4 ტვე ქონდა დარჩენილი, ნუ აქცევტ სკანდალად ყველაფერს.დევდარიანისათვის ჰუმანურობა უცხო ხილია,მხოლოდ მიშა იწყალებდა ღირსეულებს
21:40 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკაკო
თამარ, ააწკაპნა, რა, მობილურია? ასაწკაპნი უნდა აიწკაპნოს:)
20:31 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
რა გოიმები ხართ ბლია :))) სცენარისტიც მაგას წერს და ეს ფრაზა: "მთელი სერიალი ბაბულიკების და ძველი ბიჭების პროპაგანდადაა ქცეული"ო- კარგად "მეტყველერებს"თქვენს შეგნებაზე და ისიც ,რა კარგად გაგიგიათ სერიალის "დედა ზარი":DDD ეს გოგო ჩვეულებრივი თაღლითია ,მართალია-მაგარი ხმით, და ასეთ ლიბერალიზმს მეც მივესალმები,ვიტირე კიდევაც,,მაგრამ რამდენ სხვა პატიმარს ჩაწყდა გული ,რომ ,არა-ამინისტია,,,არა სხვა დამსხურებებისთვის,არამედ, "რაღაცისთვის" გაანთავისუფლეს ეს გოგო?! ხოდა ,მეც მაგას ვამბობ,რომ იღბალი,მაგარი რამეა:))
18:54 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
დიდი ამბავი.ამაზე უარესები გამოუშვეს და ერთით მეტი რომ იყოს რა მოხდება?ეს ქეთი კი რა შუაშია ვერ გავიგე.უბრალოდ თავისი აზრი დააფიქსირა.ასე ფიქრობს ყველა ვისაც რეალობის შეგრძნება არ დაუკარგია.
18:17 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვითომ სცენარისტი და ვითომ ბაბულიკა გოგო!!! ლა უკო ლააა!!! ერთი ვინმემ ჰკითხეთ ამ ქეთის - ცოლშვილიანი კაცი ოჯახს რომ ააწკაპნა, ეს დიდი მორალის მიმდევრობით მოუვიდა თუ მხოლოდ სხვისი ნახმარი ნივთები უყვარს??? აი, ყაჩაღობა ესაა :-)
17:26 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ქალბატონო ქეთევან ჰუმანურობა კარგია მაგრამ გააჩნია სად, ყაჩაღი რომელიც შუბლზე იარაღის დადებით ფულის და ოქროულობის ახევას ცდილობს შენიდან ის ასეთ დანაშაულს კიდევ ჩაიდენს ამის ალბათობა დიდია. რამხელა სტრესს მიიღებდა მსხვერპლი ამ დროს და სტრესისგან ხომ იცით ადამიანში რამდენმა დავადებამ გაიღვიძოს. ესე რომ კარგი ქალბატონი ბრძანდებით და ხალხს თავს ნუ შეაძულებთ!
17:06 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
Raul
ეს რომ ვინმეზე რამეს იტყვის - მთელი სერიალი ბაბულიკების და ძველი ბიჭების პროპაგანდადაა ქცეული.
16:41 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
და შენ რომ შენს ნაცოდვილარ სცენარზე იპიქრო და ცოტა გამოასწორო არა? უნიჭობაში რომ გადაგდის უკვე და შეკვეთილ-ზე ნამუშევარს დაამსგავსე. დაკავდით თქვენი საქმეებით და ყველაფერზე კომენტარი არავის მოუთხოვია პირადად შენთვის, ისედაც გაბანძების ზღვარზე ხარ უკვე..!
16:30 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ზუსტად მიზანში ხვდება ქეთის ნათქვამი! ე.წ. ,,საზოგადოება" ,,სამართლიანად აღშფოთდა",თუ როგორ იკადრა ,,ვაისერიალის",,უტაქტო და ირონიით სავსე სცენარისტმა" სიმართლის თქმა! :) :) და რა თქვა ტყუილი ამ ადამიანმა? ნახევარი საქართველო მღერის და აქვს მუსიკალური სმენა,ავდგეთ აბა და ყველა პატიმარი ჯერ ავამღეროთ სხვადასხვა კონკურსებში და მერე ციხეებიდან გამოვუშვათ, შევასრულებინოთ პატრიარქის საგალობელი და დავიჯეროთ,რომ აღარასოდეს იქურდებს,იყაჩაღებს,მოკლავს,ითაღლითებს,აბა რა,სიტყვაზე უნდა ,,ვენდოთ" ყველა პატიმარს! :) :) სამი თვე ჰქონდა თუ ხუთი დარჩენილი,უნდა მოეხადა სასჯელი ბოლომდე იმ დაზარალებულ ადამიანებს ის შიში რომ დავიწყებოდათ,სათამაშო იარაღს რომ ადებდა შუბლზე და აყაჩაღებდა... და ამას ახალისებს პრობაციის მინისტრი,ხალხი კი,უკრავს ტაშს...ნეტა ბევრი ადამიანი აზროვნებდეს ქეთისნაირად,იქნებ ცოტა მაინც დაჩქარებულიყო მენტალური გაჯანსაღების პროცესი...
16:02 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
უფ
შენ ხომ უჭერ მხარს დამნაშავეების ადგილზე წამებით დამსჯელებს,ყოჩაღ,ბარაქალა თქვენს უტიფრობას
15:57 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS