მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში შვილისა და ყოფილი მეუღლის შესახებ ისაუბრა:
- ოჯახის ხელმეორედ შექმნაზე არ ფიქრობთ?
- რატომაც არა, მაგრამ ჯერ ადრეა. მთელი 6 წელი შევალიე ჩემს ყოფილ მეუღლეს. ძალიან პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი და მინდა, ახალგაზრდობის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო როგორც თავისუფლების, ასევე კარიერის თვალსაზრისით. ყველაფერი თავის ადგილას რომ დალაგდება, ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქრებ. ფლირტი, გაპრანჭვა ყოველთვის არის ჩემს ცხოვრებაში.
- რაც ნინა გაჩნდა, მას მერე მარტოხელა დედა ვარ და არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვრო. რაც ნინა დაიბადა, მე და ბექას ერთი დღეც არ გვიცხოვრია ერთად. ასე რომ, არ ვიცი, რა არის ეს. ნინასთვის დედაც მე ვარ და მამაც. ბაღში უთხრეს, შენი ოჯახი დახატეო და მხოლო მე დამხატა. ეგოისტურად გამომდის, მაგრამ მიხარია, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ და ხედავს, რომ მე ვარ მისი ოჯახი.
- ბავშვს მამასთან არ აქვს ურთიერთობა?
- არანაირი, რადგან ბექას ახალი ოჯახი ჰყავს და ნინასაგან შორს არის, მოსკოვში ცხოვრობს. ნინასთვის ვერ იცლის, მეორე შვილს ელოდება.
- გექნებათ სურვილი, რომ ნინას ბექას მეორე შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს?
- რა თქმა უნდა, დები იქნებიან, უნდა იმეგობრონ და ერთმანეთთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, თუმცა არ ვიცი, ეს რანაირად მოხერხდება. იხილეთ სრულად