"ვოისის"კონკურსანტი პატიმარი თეონა ყოლბაია სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა . იხილეთ ვიდეო
"აქედან შენი პირადი ნივთების ასაღებად ბადრაგის მანქანა ვეღარ წაგიყვანს, დაგითმობთ პირად ავტომობილს, რომელიც მოაგვარებს ამ საკითხს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თეონა ყოლბაია 2012 წლის 5 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
ბრალდებული თეონა ყოლბაია და თეიმურაზ ბააცაშვილი, სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს.