22 დეკემბერი, 2015
როსტოს ბორჯომელი გოგონა შეუყვარდა - „ბორჯომელ გოგოს ყველაზი მაგარი რომეო ჰყავს“
როგორც ჩანს, ცნობილი მექალთანე ამჯერად  ძალიან შეყვარებულია
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან როსტოშვილი, რომელიც ყველამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემიდან გავიცანით, კვლავ შეყვარებულია.

როგორც ცნობილია, მისი სიყვარული უკრაინელ ოლიმპიელ ჩემპიონთან, იანა კლაჩკოვასთან, წყვილის დაშორებით დამთავრდა. თუმცა მათ საერთო შვილი ჰყავთ.

როსტოს ამჯერად ბორჯომელი გოგონა, ნატულია ხატიაშვილი შეუყვარდა.
Rating
ნატულიამ ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბორჯომში როსტოსთან ერთადაა.

ფოტოს კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარსაც ვკითხულობთ.

„ნანუკა: ლევან, სად წასულხარ? 

ნატულია:
ბორჯომელი გოგო ჰყავს, რას იზავ.

ნანუკა
: და ბორჯომელ გოგოს
ყველაზე მაგარი რომეო“. 
Rating
წყვილი ცოტა ხნის წინ გურჯაანში, ლევანის მშობლიურ მხარეში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ცნობილი მექალთანე ამჯერად  ძალიან შეყვარებულია, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ბომონდური ქორწილი ვიხილოთ და როსტო სასურველი სასიძოს სტატუსს დაემშვიდობოს. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS