21 დეკემბერი, 2015
რამ იმსხვერპლა 5 წლის თორნიკეს სიცოცხლე, დედამ თუ სხვა გარემოებამ? - ტრაგედიის სრულიად ახალი ვერსია
მეზობლების ვერსიით, ამ ტრაგედიის შემხედვარე ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა
თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში მეზობლები ამბობენ, რომ ქმრის მკვლელობის შემდეგ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მეუღლის მანქანით სახლიდან წავიდა და ამ დროს ბავშვი მანქანაში ეჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირა ტერიტორიიდან მანქანის გასვლა. ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ დედამ ერთადერთი შვილი. მეზობლების ვერსიით, ამ ტრაგედიის შემხედვარე ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა, დედა კი მას ვერ ამშვიდებდა, პატარა ასთმიანი იყო და
შესაძლოა, ნერვიულობის ფონზე შეტევა განვითარდა და ბავშვი დაიღუპა. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თიკო
მეცოდები ძალიან უფალმა მოგცეს გამძლეობა.მაგდა
23:50 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS