თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
"კვირის პალიტრასთან" საუბარში მეზობლები ამბობენ, რომ ქმრის მკვლელობის შემდეგ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მეუღლის მანქანით სახლიდან წავიდა და ამ დროს ბავშვი მანქანაში ეჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კამერებმა დააფიქსირა ტერიტორიიდან მანქანის გასვლა. ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ დედამ ერთადერთი შვილი. მეზობლების ვერსიით, ამ ტრაგედიის შემხედვარე ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა, დედა კი მას ვერ ამშვიდებდა, პატარა ასთმიანი იყო და