19 დეკემბერი, 2015
ცნობილი ქართველები წლების წინ და ახლა, გამაოგნებელი სახეცვლილება
სურათზე ჩანს, რომ წლების მანძილზე ის უფრო და უფრო დაიხვეწა
წლების მანძილზე იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს და ბევრად უფრო დახვეწილნი და მომხიბვლელნი გახდნენ.
გიორგი ბახუტაშვილი

image
გიორგი ბახუტაშვილი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული მსახიობია საქართველოში, მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ის დაიბადა 1990 წლის 18 მარტს. 2012 წელს დაამთავრა შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2012 წლიდან მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. სურათზე ჩანს, რომ წლების მანძილზე ის უფრო და უფრო დაიხვეწა.

გვანცა დარასელია

image
მოდელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყველასათვის ცნობადი და საყვარელი სახეა. ის დაქორწინებულია ვახო მჭედლიძეზე. ვახო ყოფილი მორაგბე გახლავთ. მას ჰყავს პატარა ვაჟიშვილი - ერეკლე. დამეთანხმებით, გვანცა ადრეული ასაკიდან ავლენდა საკუთარ სილამაზეს, თუმცა წლებმა ის მაინც შეცვალა და კიდევ უფრო გაალამაზა.

ნინო კასრაძე
image
ნინო კასრაძე დაიბადა 1970 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია ამავე წლიდან. ნინო კასრაძემ უფრო მეტი პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან'' მოიპოვა. იხილეთ ულამაზესი ნინოს ძველი ფოტო. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS