ბერა ივანიშვილმა ბარბარობისთვის სტუდიაში ნაძვის ხე დადგა. ფეისბუქის გვერდზე ატვირთულ ნაძვის ხის ფოტოს რამდენიმე დღეში 7 000 -მდე მოწონება ხვდა წილად.
თუმცა ნაძვის ხემ მოწონების გარდა უარყოფითი კომენტარების დაიმსახურა.
„მართლა ლამაზია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენ მშიერს დააპურებდა ის თანხა, რაც ამაში დაიხარჯა. ელემენტარული მეტროში რომ შეხვიდე იმდენი პატარა ბავშვი მოწყალებას ითხოვს და ხალხს ისე უჭირს , რომ ყველაზე გულქვა ადამიანსაც აატირებს.
მათ ოცნებები კი არ აუხდათ - იმედებიც კი გაუცრუვდათ.
„რა მეახალწლება გაღატაკებულ და მშიერ ქვეყანაში“.
„ჩემს გაქუცულ, 10 ლარიან ნაძვის ხეს ბევრად ჯობია“.
„ძალიან ლამაზია, რუსთაველზე რომ დაედგათ ჯობდა“.