16 აგვისტო, 2013
იუნა შაფათავა პრეზიდენტობას აპირებს – საჭმელიც ოხრად გექნებათ და სექსიც
როგორც იუნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ჩანს, ამჯერად მას პრეზიდენტობა სურს და საინტერესო დაპირებებსაც იძლევა. 
სკანდალური მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა საზოგადოებას მორიგი განცხადებით შოკში აგდებს.

როგორც იუნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ჩანს, ამჯერად მას პრეზიდენტობა სურს და საინტერესო დაპირებებსაც იძლევა.

თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ოთხი პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი გვყავდეს: ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და იუნა შაფათავა.

მათ კი, ვინც ქალ პრეზიდენტზე ოცნებობენ, არჩევანის გაკეთება ამ ოთხ ქალბატონს შორის მოუწევს. თუმცა,
სანამ ხმის მიცემას გადაწყვეტდეთ, ჯერ იუნას წინასაარჩევნო დაპირებებს გადაავლეთ თვალი:

"პრეზიდენდობაზე კანდიდატურის წარდგენა დაგვიანდა? გუშინ შეცდომით ტელევიზორი ჩავრთე და კანდიდატებზე გული წამივიდა. ისევ მე გერჩივნოთ, საჭმელიც ოხრად გექნებათ, სექსიც და ნულოვანი ტოლერანტობაც – პოლიტიკოსებს. უცხოელი დიპლომატებისგან და მსოფლიოსგან კი ხარკს მოვკრიბავდი ყველაზე ბედნიერი ერის სანახავად."
სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა გვერდი "ავირჩიოთ იუნა შაფათავა პრეზიდენტად"


სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნანა
ბევრს ენატრება ეგ ყოფა და მთავრობაც უსრულებს ნატვრას ამ უმრავლესობას,ნელ-ნელა ვბრუნდებით 9 წლით უკან...
14:31 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარაო
მადონა–ს, შენ გეტყობა გენატრება 9 წლის წინანდელი ცხოვრება. ძველი "პაკრიშკებით" რომ დარბოდი ქუჩის გადასაკეტად. "გაყინულ" ხელფასებზე და პენსიებზე არაფერს ვამბობ. უჰ რა "აწყობილი" ქვეყანა იყო?
13:54 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
სკანდალები,ჭამა და სექსი 9 წელია არ მოგვკლებია და ნუ "მეორდები")ქალბ.იუნა დაოკდი სადაც ხარ სადაცაა კლიმაქსი დაგეწყება და ეხლა შენი თავი ვიღას აქვს???რა გაუძლებს ამდენ გიჟს???
13:34 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS