''ლეღვის ნახარშის მერე რამე თუ გამიკვირდებოდა...?
გოგონას უნდოდა დაბერილი ტუჩები და თვითნებურად იკეთებდა E ვიტამინის ინექციებს მიიღო ეს შედეგი, მოხვდა კლინიკაში და ახლა არის საოპერაციო. თუმცა ქირურგები თავს იკავებენ, სიტუაცია -ტრაგიკულია.
გოგოებო, პატარებო, ნუ აკეთებთ მსგავს სისულელეებს'' წერს ლიზა ვადაჭკორია და გოგონას ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც აღმოჩნდა, ქართველი გოგონა გამონაკლისი არაა. მის მსგავსად ბევრი უცხოეთში მცხოვრები გოგონა იტანჯება და ყოველ ჯერზე შედეგი შოკისმომგვრელია.
1. E ვიტამინის დიდი დოზის რეგულარულად მიღებას, ისევე როგორც სხვა მედიკამენტების გადაჭარბებას, თავისი უკუჩვენებები სდევს თან, ესენია: გულისრევა, დიარეა, მაღალი წნევა, თავბრუსხვევა, თავისტკივილი, საერთო სისუსტე, ლიბიდოს დაქვეითება, კუნთების ტკივილი, კუჭის წვენის გამომუშავების პრობლემა, მოტორული ფუნქციების მოშლა, კიდურების ან სხეულის სხვადასხვა ნაწილის გასიება.
2.დიაბეტით დაავადებულებმა, გულის რევმატიული დაავადებების მქონე და პრობლემური ფარისებრი ჯირკვალის მქონე პაციენტები E ვიტამინს უნდა მოერიდონ. ასევე თუ კ ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ E ვიტამინმა შეიძლება შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს.
3.როგორ მიხვდეთ, რომ E ვიტამინი თქვენს ორგანიზმში გადაჭარბებული დოზით არის? გიორდებათ თვალებში, ვარდებით აპათეაში, ყველაფერი გეზარებათ, გემართებათ გასტრალგია ანუ გეწყებათ კუჭის ტკივილი.
4. ვიტამინ E-ს ტუჩების დასაბერად უცხოეთშიც გამოიყენებენ. ქალები აფთიაქში E ვიტამინს კაფსულების სახით ყიდულობენ. ტუჩებზე ისვამენ და ექიმთან კონსულტაციის გარეშე სვამენ, რასაც გოგონები სავალალო შედეგამდე მიჰყავს. უცხოურ საიტებზე E ვიტამინის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს აქვეყნებენ და ყველას მოგვიწოდებენ, ტუჩები არასდროს დავიბეროთ თვითნებურად. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
რადა მახარაძე