17 დეკემბერი, 2015
გოგონა, რომლის საქციელმაც ყველა შოკში ჩააგდო - რას იწვევს E ვიტამინის თვითნებურად მიღება, ექიმების შოკისმომგვრელი დასკვნა
დღეს ქართული ფეისბუქი შოკში ჩააგდო, გოგონას ფოტომ, რომელმაც სახლის პირობებში ტუჩის დაბერვა მოინდომა.

''ლეღვის ნახარშის მერე რამე თუ გამიკვირდებოდა...?

გოგონას უნდოდა დაბერილი ტუჩები და თვითნებურად იკეთებდა E ვიტამინის ინექციებს მიიღო ეს შედეგი, მოხვდა კლინიკაში და ახლა არის საოპერაციო. თუმცა ქირურგები თავს იკავებენ, სიტუაცია -ტრაგიკულია.

გოგოებო, პატარებო, ნუ აკეთებთ მსგავს სისულელეებს'' წერს ლიზა ვადაჭკორია და გოგონას ფოტოებს აქვეყნებს. 

როგორც აღმოჩნდა, ქართველი გოგონა გამონაკლისი არაა. მის მსგავსად ბევრი უცხოეთში მცხოვრები გოგონა იტანჯება და ყოველ ჯერზე შედეგი შოკისმომგვრელია. 

ყველასთვის ცნობილია რომ A, Cდა D ვიტამინების ჭარბი დოზა ჯანმრთელობაზე დამანგრეველად მოქმედებს. საინტერესოა, რატომაა საშიში  E ვიტამინი. აღსანიშნავია, რომ ამ ვიტამინის უპირველესი დანიშნულება ორგანიზმში ანტიოქსიდანტის როლის შესრულებაა. 

1. E ვიტამინის დიდი დოზის რეგულარულად მიღებას, ისევე როგორც სხვა მედიკამენტების გადაჭარბებას, თავისი უკუჩვენებები სდევს თან, ესენია: გულისრევა, დიარეა, მაღალი წნევა, თავბრუსხვევა, თავისტკივილი, საერთო სისუსტე, ლიბიდოს დაქვეითება, კუნთების ტკივილი, კუჭის წვენის გამომუშავების პრობლემა, მოტორული ფუნქციების მოშლა, კიდურების ან სხეულის სხვადასხვა ნაწილის გასიება.

2.დიაბეტით დაავადებულებმა, გულის რევმატიული დაავადებების მქონე და პრობლემური ფარისებრი ჯირკვალის მქონე პაციენტები E ვიტამინს უნდა მოერიდონ. ასევე თუ კ ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ E ვიტამინმა შეიძლება შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს.

3.როგორ მიხვდეთ, რომ E ვიტამინი თქვენს ორგანიზმში გადაჭარბებული დოზით არის? გიორდებათ თვალებში, ვარდებით აპათეაში, ყველაფერი გეზარებათ, გემართებათ გასტრალგია ანუ გეწყებათ კუჭის ტკივილი.

4. ვიტამინ E-ს ტუჩების დასაბერად უცხოეთშიც გამოიყენებენ. ქალები აფთიაქში E ვიტამინს კაფსულების სახით ყიდულობენ. ტუჩებზე ისვამენ და ექიმთან კონსულტაციის გარეშე სვამენ, რასაც გოგონები სავალალო შედეგამდე მიჰყავს. უცხოურ საიტებზე E ვიტამინის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს აქვეყნებენ და ყველას მოგვიწოდებენ, ტუჩები არასდროს დავიბეროთ თვითნებურად. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ციო
არსებობს რაიმე მედიკამენტი ე ვიტამინი რომ გამოიყვანოს ორგანიზმიდან და დააცხროს გაიებული ტუჩი?
03:04 / 16-11-2020
გამოხმაურება / 0 /
teo
me viketeb 6tveshi ertxel da gadasarevad maqvs aseve chems yvela megobars uive 3 weliaa
21:28 / 06-03-2020
გამოხმაურება / 0 /
რიტა
მასცავლეთ ვინმემ როგორ შეიზლება გაიწოვოს E ვიტამინმა ყოველ დილით მისივდება ტუჩები
14:50 / 17-05-2018
გამოხმაურება / 2 /
ლოლა
მეც მაინტერესებს იგივე მდგომარეობაში ვარ
03:07 / 07-09-2020
ციო
მეც მაგ დღეში ვარრ
03:02 / 16-11-2020
ნინია
კი ბატონო,,,რამდენიმე წლის წინ,როდესაც ერთ ერთ ცნობილ შოუში ,ერთ ერთმა ცნობილმა "პლასტიკმა"თქვა(გვარსა და სახელს არ ვასახელებ),რომ E ვიტამინის საშუალებითაც შეიძლება ტუჩის მოცულობის გაზრდა,მთელმა თბილისმა აიტაცა და ცადეს კიდევაც... ხოდაა,შევიყარეთ საახლობლო და ამ გართობა მხიარულებაში,შეიარაღებული -სპეციალური,ძალიან წვრილი შპრიცებით და ამ ვიტამინით და დავიწყეთ პროცედურა :)) მე ვერ გავრისკე(ალერგიულობის გამო),"შემდეგისთვის გადავდე" ,მაგრამ დანარჩენებმა -კი! ზოგს საშინლად დაუსივდა და შემდეგ დღეებში კარგი საღადაო მასალა გვქონდა ,მაგრამ, ჩვენს ერთ მეგობარს ისე გაურთულდა,ისეთი ინტოქსიკაცია მიიღო,რომ ჰოსპიტალიზაცია და სისხლის გადასხმები დასჭირდა ,ხანგრძლივი მკურნალობით!(მაგრამ არა ოპერაცია,რაც ასეთ შემთხვევაში,ექიმმა დაუშვებლად მიიჩნია) ასე,რომ "საშინაო "პროცედურები სასიცოცხლო რისკებთანაა დაკავშირებული და არ დაუშვათ ,რომ ვინმემ გაიმეოროს -თქვენს გარშემო!
17:07 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS