განსაკუთრებული კრიტიკა მისი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზე საუბარმა გამოიწვია. მოდელი აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ
ჯანეტის შემდეგ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ნოდიკო ''სარკესთან'' საუბარში საუბრობს, თუ რამდენად მკაცრი ქმარი იქნება. მისი აზრით, ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს.
- ''რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.
რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.
პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს''.
ამ მოსაზრებების გამო სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნოდიკო და ჯანეტი შესანიშნავი წყვილი იქნებოდა. ამ ინიციატივით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოვიდა. ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''. ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ამ ემაზე თავად ჯანეტი და ნოდიკო.
სალომე დადიანი