17 დეკემბერი, 2015
ინგა გრიგოლიას ინიციატივა - ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''
გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას უკვე რამდენიმე დღეა მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის კრიტიკა სოციალურ ქსელში არ წყდება.  
განსაკუთრებული კრიტიკა მისი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზე საუბარმა გამოიწვია. მოდელი აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ
დედაა.

ჯანეტის შემდეგ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ნოდიკო ''სარკესთან'' საუბარში საუბრობს, თუ რამდენად მკაცრი ქმარი იქნება. მისი აზრით, ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს.

- ''რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.

რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.

პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს''.

ამ მოსაზრებების გამო სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნოდიკო და ჯანეტი შესანიშნავი წყვილი იქნებოდა. ამ ინიციატივით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოვიდა. ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''. ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ამ ემაზე თავად ჯანეტი და ნოდიკო.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნინა
ცოლი და ქმარი უნდა იყვნენ საუკეთესო მეგობრები პირველ რიგში. ესე ვფიქრობ მე. რა 'საჭმელი მახეთქოს' და რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა საერთოდ საუბარი. ოჯახი პირველ რიგში სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული. ცოლ-ქმარს ერთმანეთი სიგიჯემდე უნდა უყვარდეთ დალშე ყველაფერი მე2 ხარისხოვანია, ისინი ერთმანეთს გამოქვაბულშიდაც გაიტანენ და გაიხარებენ... ამ ორიდან სიყვარული არცერთს არ უხსენებია))
23:09 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ზუზუ
ეს რა არის და ეხლა ამის დედა წარმოიდგინეთ სადედამთილოდ, ნოდიკო დარჩი ბიჭო ცოლის გარეშე,შე პეწენიკა
21:32 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
მთელი გულით ვუსურვებ ამ გოგანას წარმატებებს. არავის საქმე არაა ვინ როგორი ცხოვრებით იქნება ბედნიერი.. უცხოელი რომ ნახოტ 3 ერთად ცხოვრობს თანამედროვეობაა იტყვით, ხოდა ყველამ ტქვენ აწეწილ პირად ცხოვრებას მიხედეთ. წარმატებები ჩემო კარგო..
20:57 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა-ს
აზრზე ხარ საერთოდ რას წერთ, ეს კაცი იმას ითხოვს ვინმემ ხელით მაჭამოსო, ან გარდერობი მომიწესრიგოსო? ქალი სარეცხს რომ გარეცხავს გარდერბსაც აწესრიგებს აბა რას შვება. ქმირის ნივთები ქმარმა უნდა გარეცხოს აუთაოს და მიუჩინოს ადგილი ამას ემხრობით. ან საჭმელი ქმარმა თვითონ უნდა აკეთოს თავისთვის და ცოლმა თავისთვის? ან თუნდაც სახლში რომ მოვალ საჭმელი თუ გამომიტანა მეუღლემ და სუფრა გამიწყო ეს იმას ნისნავს რომ ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შემიძლია? არავინ აჭმევს და აცმევს თავისი ხელით ქმარს აქ საუბარია ტანსაცმელი იყოს მოწესრიგებული და სამსახურიდან რომ მივალ გაკეთებული საჭმელი სუფრაზე გამომიტანოს ეს დამამცირებელია ქალისთვის? ვინც იმას იტყვის რომ ეს დამამცირებელიაო ნამდვილად სულელია
19:28 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
AKO
ამას ცოლი უნდა თუ დამლაგებელი,
19:10 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
იოსებ
ამას ცოლი უნდა თუ მომვლელი უფასოდ ? ჯერ ჩამოყალიბდეს ჯობია მგონი :)))
18:00 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
როგორ არ შემიძლია ეს მოზარდობის ასაკიდან ვერგამოსული,ვაიკაცები.მისი გარდერობი ვერ მოუწესრიგებია ამხელა კაცს და საჭმელი ვერ უჭამია,2 წლის ბავშვია კი მაგრამ ? გრცხვენოდეთ ყველა ასეთ "ვაიპიროვნებას",გინდა კაცს და გინდა ქალს.როდის გაიგებს ქართველი ერი,რომ ზრდასრულ მამაკაცს უნდა ჰქონდეს ელემენტარული უნარ-ჩვევები,კერძოდ როგორიცაა დამოუკიდებლად ჭამა და ჩაცმა.რაც შეეხება ჯანეტის მოსაზრებას,ეს ჩემთვის შოკი არ ყოფილა.შოკი იყო ჩემთვის,როცა რამდენიმე წლის წინ კლასში ჩამოვარდა საუბარი ამ თემაზე და 10 ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე გოგოდან 9-მ ზუსტად ისე ილაპარაკა როგორც ჯანეტმა.თან განსხვავებული მოსაზრების გამო სასაცილოდაც კი ამიგდეს :დ მე უბრალოდ ის გამიკვირდა რომ ასეთი ლამაზი და წარმატებული გოგონა ასე შეუსაბამოდ უამბიციო აღმოჩნდა ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში.ყველა ადამიანი იმსახურებს გვერდით ერთგულ ადამიანს.და კაცის და ქალის ღალატიც ჩემთვის თანასწორია.ღალატი ღალატია და მას არ აქვს სქესი და გამართლება.იქნებ დაიმსახსოვროთ ეს.
17:09 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ამხელა ადამიანმა თავად რომ მოაწესრიგოს გარდერობი არა?! თუ ხარისხიანი მუსიკის შექმნით არის დაკავებული და არ სცალია ??
16:15 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS