17 დეკემბერი, 2015
ინგა გრიგოლიას ინიციატივა - ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''
გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას უკვე რამდენიმე დღეა მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის კრიტიკა სოციალურ ქსელში არ წყდება.  
განსაკუთრებული კრიტიკა მისი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზე საუბარმა გამოიწვია. მოდელი აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ
დედაა.

ჯანეტის შემდეგ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ნოდიკო ''სარკესთან'' საუბარში საუბრობს, თუ რამდენად მკაცრი ქმარი იქნება. მისი აზრით, ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს.

- ''რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.

რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.

პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს''.

ამ მოსაზრებების გამო სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნოდიკო და ჯანეტი შესანიშნავი წყვილი იქნებოდა. ამ ინიციატივით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოვიდა. ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''. ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ამ ემაზე თავად ჯანეტი და ნოდიკო.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
სოფიო
ჯანეტის მიმართ დიდი პატივისცემით განვეწყვე,ახალგაზრდებს ვურჩევ მას მიბაძონ.გრიგოლიას,ასათიანს და მათ მსგავსებს თუ დაუჯერებთ მუდმივად საყვარლების ცვლაში იქნებით, სიბერეს კი უკეთეს შემთხვევაში მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარებთ.
13:51 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
ნოდიკო რასაც სჰენ ამბობ მაგასჰი ცუდი არაფერია მაგრამ მაგ სჰემტხვევასჰი, სჰენი ცოლი მთელიდღე სახლში უნდა იყოს, აბა დაღლილი მოვიდეს სამსახურიდან და გარდერობიც გიწესრიგოს, საჭმელი აკეთოს და ბავშვს მიხედოს? ვირია თუ ქალი, შენი მომავალი ცოლი? დედაშენი უანგაროდ გიკეთებს და დროც აქვს ალბათ, და თავად რას უკეთებ დედაშენს ერთი? ან ცოლს რას გაუკეთებ? ნუ სახლში თუ დასვავ და მოუვლი მაშინ კი და ისე თანაბრად უნდადუნდა გაიყოტ საქმეები. ბიჭი რომ ხარ და საქართველოში გენდერული უთანასწორობაა, მარტო მაგისთვის მადლობას არავინ გეტყვის, ან თუ ვინმე გამოგყვება მარტო მაგიტომ, თავს მოგაჩვენებს და ბედნიერი მაინც ვერ იქნება შენთან.. ერთი კითხე დედაშენს მაგდენი ლაგება თუ უხარია... იქნება თავადც ესიამოვნოს რამე საჭმელი რომ მოუმზადო... გატუტუცებული ხარ.. (ნუ სახლში თუ აპირებ ცოლის დასმას და მოვლას მაშინ გეპატიება).
13:00 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლანა
ის რომ ვიგაცა ლამაზია დაბადებიდან და ვიგაცას დაბადებიდან სმენაა აქვს და მღერის ეს მათი კი არა მშობლების დამსახურებაა, მათი ნიჭი და დამსახურება მათ აზროვნებას ეტყობა
12:58 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ბლა ბლა ბლა
ვაი ნოდარი რა გეშველებააა
11:53 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
no name
გასაგებია რომ ცოლმა უნდა მოაწესრიგოს სახლიც,გარდერობიც და ზოგადად სხვა საოჯახო საქმეები მაგრამ რასაც ნოდიკო ითხოვს სავარაუდოდ ცოლი კი არა დამხმარე ქალი ჭირდება, ასეთ წარმატებულ კაცს თუ გვერდით გარდერობის დამლაგებელი ცოლი ჭირდება რომ მისი სასცენო კოსტიუმების დახარისხებით იყოს დაკავებული ეგ უკვე სხვა საკითხია.საინტერესოა თვითონ რას გააკეთებს ცოლისთვის???
09:19 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოდიკოს გრემი რო უნდა, ისეთი ჩამორჩენილია,ზალატოი გრამაფონიც მეტია ამისთვის. ხელოვანმა ადამიანმა, რომელიც ესეთი ბნელი და ვიწრო აზროვნებისაა, როგორ უნდა შექმნას რამე ღირებული ვერ ვხვდები, გემრიელი სადილ-ვახშმების შუალედში 1-2 წიგნი რომ წაეკითხა კაი იქნებოდა
08:23 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
ჯანეტ, ულამაზესი ხარ,რადგან არ გავხარ ამ აღვირახსნილ გოგოებს, როლებსაც 2,3-ჯერ გატხოვება არაფრად მიაჩნიათ და თან გაიძახია ტრადიციული ოჯახებიდან ვართო
01:06 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ი.ი
თქვენ რა ოჯახისა და ქმარ-შვილის ღირსები ხართ თქვე უბადრუკებო! ქმარ-შვილს რომ უნდა ემსახუროთ ახალია? ნოდარ მართალი ხარ,ჩვენ ქართველები ვართ!
00:34 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მმ
მე მიკვირს ამ ორის. ჩემთვის მსგავს მეუღლეს ნამდვილად არ ვისურვებდი... მაგრამ არიან ადმიანები ვისაც ასეთი ცოლები და ქმრები უნდათ ხოდა ღმერთმა აპოვნინოთ თავიანთი მეორე ნახევრები და ბედნიერები ამყოფოთ ყველას ერთნაირი ღირებულებები ვერ ექნება. :D :D :D :D :D
00:12 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
რა კარგად ამბობს ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ და ამიტომ იგივე მოვითხოვო, სარკესავით ჩანსო, რომ აღზრდის პრობლემა და სტერეოტიპების არსებობაა ყველაფრის სათავე.ანუ ამას ჭირდება ერთი კაი მოსამსახურე, დაღლილი და სავარუდოდ ,,აყროლებული" რო მიუწვეს შუაღამის მერე (იმიტომ, რომ მანამდე მაგის ნიფხვები ექნება დასასუფთავებელი) ვაი, ვაი უბედურო ერო საით მიექანებიიი ! აი, ევროპა! ყოჩაღ ნოდიკო! კარგად გამოამჟღავნე თავი.
00:10 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS