17 დეკემბერი, 2015
ინგა გრიგოლიას ინიციატივა - ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''
გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას უკვე რამდენიმე დღეა მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის კრიტიკა სოციალურ ქსელში არ წყდება.  
განსაკუთრებული კრიტიკა მისი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზე საუბარმა გამოიწვია. მოდელი აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ
დედაა.

ჯანეტის შემდეგ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ნოდიკო ''სარკესთან'' საუბარში საუბრობს, თუ რამდენად მკაცრი ქმარი იქნება. მისი აზრით, ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს.

- ''რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.

რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.

პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს''.

ამ მოსაზრებების გამო სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნოდიკო და ჯანეტი შესანიშნავი წყვილი იქნებოდა. ამ ინიციატივით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოვიდა. ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''. ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ამ ემაზე თავად ჯანეტი და ნოდიკო.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნია
ჟანეტის დალაგებული და გადაწმენდილი მტვერი არამგონია ნოდიკოს მოეწონოს.
17:07 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
პატივი ეცით განსხვავებული,პირადული აზრის გამოხატვას,ასე რამ გაგამწარათ,კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა
01:59 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
Nana
Vai tkvens patrons.shurianebo
09:51 / 20-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოდიკო
აი ეს არის 'დემოკრატია' და 'თავისუფლება'ადამიანებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს და ქართველმა 'ვარსკვლავებმა","ცნობილებმა"კინაღამ შეჭამეს. კითხვა გრიგოლიას 24 საათი ტელევიზორში რომ იყავი და ყველას ერგებოდი რა მიიღე?
22:03 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარ
ასეთ თემებძე გართობა არ შეიდლება ნოდიკო ჩემი აზრით რა წრეშიც ტრიალებს ისეტი გოგოს ნახვა რომელიც დილიდან საგამომდე მხოლოდ მისით დაკავდება ძნელი იქნება მოძებნოს.
13:12 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
მოგესალმებით კვლავ, არ ვიცი ვინ ვის ვისთან აჯგუფებს, არც მაინტერესებს ეს თემა. ერთს ვიტყვი, რომ "კრიტიკის ქარცეცხლში" არ მოქცეულა ეს გოგო, ზოგიერთის ნაბოდვარს ქარცეცხლად ნუ შერაცხავთ. ჟანეტ ქერდიყოშვილის სიტყვებს კი არა ამ ჭეშმარიტებას ვუდგავარ გვერდით, რომელიც წლების განმავობაში არ გაუჟღერებია არც ერთ ადამიანს. ამ ჭეშმარიტებას მივესალმებით. ისე ინგა გრიგოლია ხან პოლიტიკაშია, ხან ჟურნალისტიკაში, ხან ქერდიყოშვილს და ტატიშვილს აწყვილებს და ხან კიდე უმაა...
00:21 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
lela
ქალი მაშინაა ბედნიერი,როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ,რომ ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია.რომ გიყვარს,იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ ,ქალის ხვედრი როა ასეთი,როგორც ზოგიერთები ამბობენ...
00:08 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
მივესალმები სოფიოს კომენტარს, და ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ ქალმა არ უნდა დაკარგოს კდემამოსილება და უნდა იყოს მორჩილი (მონურ მორცილებას არ ვგულისხმობ) და არა ქედმაღალი და ოჯახის მბრძანებელი. ამავე დროს, მამაკაცი უნდა იყოს ოჯახზე მზრუნველი და მისთვის თავდადებული მოამაგე. ჰკითხეთ წინა თაობების ადამიანებს, როგორი ოჯახები ჰყავდათ და ისე იცხოვრეთ, დღეს რატომ მოგინდათ სიმაღლეზე ხტომა. რა, დრომ ასე მოიტანა?. ახლა არ მითხრათ "რა დროს ქალამნებიანი გოიმი ვაჟა-ფშაველააო". ყოჩაღ ჯანეტს,თუ მისი აზრი ნამდვილია და არა ინტერვიუზე გათვლილი, მაშინ დიდ სიმპატიას იმსახურებს იგი, ასევე ვიტყვი ნოდიკოზეც.
19:51 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
123
რა შეჭამეთ ეს გოგო თქვენი აზრებით.საქმე არაფერი გაქვთ.
18:32 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თათია
ქალის პიროვნული თავისუფლება რაში მდგომარეობს? კითხოს ვიღაცამ.
17:30 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS