17 დეკემბერი, 2015
ინგა გრიგოლიას ინიციატივა - ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''
გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას უკვე რამდენიმე დღეა მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის კრიტიკა სოციალურ ქსელში არ წყდება.  
განსაკუთრებული კრიტიკა მისი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზე საუბარმა გამოიწვია. მოდელი აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ
დედაა.

ჯანეტის შემდეგ მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ნოდიკო ''სარკესთან'' საუბარში საუბრობს, თუ რამდენად მკაცრი ქმარი იქნება. მისი აზრით, ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს.

- ''რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.

რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.

პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს''.

ამ მოსაზრებების გამო სოციალურ ქსელში წერენ, რომ ნოდიკო და ჯანეტი შესანიშნავი წყვილი იქნებოდა. ამ ინიციატივით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოვიდა. ''ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''. ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ ამ ემაზე თავად ჯანეტი და ნოდიკო.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნია
ჟანეტის დალაგებული და გადაწმენდილი მტვერი არამგონია ნოდიკოს მოეწონოს.
17:07 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
პატივი ეცით განსხვავებული,პირადული აზრის გამოხატვას,ასე რამ გაგამწარათ,კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა
01:59 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
Nana
Vai tkvens patrons.shurianebo
09:51 / 20-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოდიკო
აი ეს არის 'დემოკრატია' და 'თავისუფლება'ადამიანებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს და ქართველმა 'ვარსკვლავებმა","ცნობილებმა"კინაღამ შეჭამეს. კითხვა გრიგოლიას 24 საათი ტელევიზორში რომ იყავი და ყველას ერგებოდი რა მიიღე?
22:03 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარ
ასეთ თემებძე გართობა არ შეიდლება ნოდიკო ჩემი აზრით რა წრეშიც ტრიალებს ისეტი გოგოს ნახვა რომელიც დილიდან საგამომდე მხოლოდ მისით დაკავდება ძნელი იქნება მოძებნოს.
13:12 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS