ალეკო ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "ასე არ შემშინებია ნაციონალების დროს, თუმცა მაშინაც ძალიან მეშინოდა…" როგორც ირინა წერს, ყველაზე მეტად, როგორც თავად უწოდებს, "სამთავრობო არხის", ანუ "ჯი-დი-ეს"-ის გადაცემა "20-30"-ის ანონსმა შეაშინა, სადაც დასმული იყო შეკითხვები: რატომ ვერ წარუდგინა კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურას მანანა კობახიძის მიერ მისთვის გაგზავნილი სმს-ი და რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდების დასამტკიცებლად?! როგორ განვითარდება პროცესები?! შეიძლება თუ
ირინას ერთ-ერთი მეგობარი კი ასეთ კომენტარსაც აკეთებს:
''ისე, ობიექტურობა რომ შევინარჩუნოთ, ნაცებს უკვე გაკოჭილი ეყოლებოდათ, უბრალოდ, მაშინ არც საკრებულოს წევრი ყოფილა და არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, გიჟი თავისუფალიას პონტში ჰყავდათ. ვნახოთ, ესენი როგორ გამოავლენენ თავს".