15 დეკემბერი, 2015
ჯანეტ ქერდიყოშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ - „პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე, ჯანეტ“?
ჯანეტი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზეც საუბრობს "მის სამყარო 2016"-ის ქართველმა მონაწილემ, მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა გადაცემა "სელფთან" ინტერვიუში ოჯახზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და სხვა თემებზე ისაუბრა. ჯანეტის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია მამაკაცთან თანაბარუფლებიანობაზე და არც ის მიაჩნია აუცილებლად, რომ ქალმა უნდა იმუშაოს.

"თუ მეყოლება ჩემი მეორე ნახევარი, ის აუცილებლად უნდა გახდეს შემდგომ უკვე ჩემი მეუღლე. მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. ცოლის შემთხვევაში მე მაინც ვთვლი, რომ მას ისედაც ეყვარება
თავისი შვილების მამა", - ამბობს ჯანეტი.

მოდელის თქმით, "არიან ისეთი ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ:

- მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ,ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა, ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი".

"ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, ამას არ ვიზამ! როგორ?! ეს თუ გააკეთე, ე.ი შენ ხარ ეგოისტი".

ჯანეტი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!".

მომავალი მეუღლის ეთნიკურობასთან დაკავშირებითაც მოდელმა კატეგორიული განაცხადი გააკეთა.

"არ დამიშვია არასდროს, რომ არაქართველს გავყვები. ჩემი დიდი სურვილია, რომ მე მაინც გავყვე ნამდვილ, ქართველ მამაკაცს, ქართული გვარით", - ამბობს მოდელი.
ჯენეტს მის სამყაროზე“ წარმატების დიდი შანსი აქვს, თუმცა მის ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. მათ შორისა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი , პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე ჯანეტ“?, წერს ნანუკა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მზია
ჯანეტ მეამაყები აფხაზეთიდან რომ ხარ, ქალისთვის მთავარია ზნეობა, რაც დღეისთვის იშვიათია. წარმატებები საყვარელო
12:01 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამ.
მაგარი გოგოა, და ყველაფერს სწორს ამბობს.... არაა სხვებივით 15 კაცგამონაცვლელი და რა, ეს ნაკლია??
11:48 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
j-ს
თავმოყვარეობის დაკარგვა არ არის კაცს ცოლიც რომ ყავს და საყვარელიც? ცოლი რომ საყვარელს იტანს დამცირება და თავმოყვარეობის დაკარგვა არ არის?თუ ჯანეტ, ჯანდაბას თავმოყვარეობა, მთავარია ფუფუნებაში იცხოვრო :)
11:19 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
არჩილი
ჟორჟოლიანის ნაირებს არ დაუჯერო ჟანეტ. მაგარი გოგო ხარ. სანთლით საძებარს რო ეძახიან ისეთი.
10:56 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
j.......
როგორ სასიამოვნოა როცა ასეთი ლამაზი, წარმატებული,და შეძლებული ნამდვილი ქართველი მანდილოსნისგან მოისმენ იმას რის გამოც საუკუნეების მანძილზე ქართველი მამაკაცები ეწირებოდნენ. და დღეს ამორალური და თავმოყვარეობა დაკარგული ქართველი ქალები ყველა ჯურისა და ფერის სუნიანი უჯიშოების პირუტყვული ჟინის დასაკმაყოფილებელ საშუალებად იქცნენ. ასეთი ქალის გამო შეუვარდები ტანკსაც და გადაეფარები ზარბაზნის ამბრაზურასაც და არა ნანუკა ჟორჟოლიანის და მისნაირი სვეცკი ჩათლაშკების გამო გაიხარე სასახელო ნამდვილო ქართველო მანდილოსანო.
00:01 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მაინცდამაინც მრავალფეროვენბა უნდა უყვარდეს,რო მოწონება დაიმსახუროს??
21:10 / 15-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS