მსახიობი ია ფარულავა ყოველთვის კარგ ფორმაშია. ბალზაკის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება. თავის თაყვანისმცემელს ია ფეისბუქზე სილამაზის საიდუმლოს უმხელს.
" შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვივარჯიშო და ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. შაქარი რაციონიდან საერთოდ ამოვიღე, ერთი წელია, რაც ჩემთვის აკრძალული ხილია. ხორცზეც უარი ვთქვი..
მაყურებელი მაპატიებს, რომ გავსივდე, დავმახინჯდე, დავბერდე, გავჭაღარავდე? მაყურებელს ლამაზი, ახალგაზრდა ია ფარულავა მოსწონს. " ციტატა - ჟურნალი "სარკე". ფოტო - ჟურნალი "სითი", წერს ია ფარულავა ფეისბუქის გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მართლაც შეუდარებლად გამოიყურება.
სალომე დადიანი
