13 დეკემბერი, 2015
ია ფარულავა ახალგაზრდობის რეცეპტს ამხელს - „მაყურებელი მაპატიებს, რომ გავსივდე, დავმახინჯდე“?
შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვივარჯიშო
მსახიობი ია ფარულავა ყოველთვის კარგ ფორმაშია. ბალზაკის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება. თავის თაყვანისმცემელს ია ფეისბუქზე სილამაზის საიდუმლოს უმხელს.

" შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვივარჯიშო და ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. შაქარი რაციონიდან საერთოდ ამოვიღე, ერთი წელია, რაც ჩემთვის აკრძალული ხილია. ხორცზეც უარი ვთქვი..

მაყურებელი მაპატიებს, რომ გავსივდე, დავმახინჯდე, დავბერდე, გავჭაღარავდე? მაყურებელს ლამაზი, ახალგაზრდა ია ფარულავა მოსწონს. " ციტატა - ჟურნალი "სარკე". ფოტო - ჟურნალი "სითი", წერს ია ფარულავა ფეისბუქის გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მართლაც შეუდარებლად გამოიყურება. 

სალომე დადიანი

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
გრიშა
მე იმაზე ვიცინე ტარიელს რომ ბალერინის გამო დაუკლია 50 კილო და ია კიდევ გვატყუებდა.რა აქაქანდა და გაწიწმატტდა ვანოს სოუში ჩართვისას ფარულიანცი.
16:46 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაინც ლამაზია რაც არ უნდა თქვათ///
01:39 / 19-12-2015
გამოხმაურება / 0 /
პიარი
არავის არაფერი არ უნდა ამ ასაკიანი ქალისგან და არც არავის სჭირდება ეგა როგორც ქალი თუ როგორც შოუვუმენი.ფაქტები სახეზეა.მისი მოპარსული წვერულვაში და ბოტოქსებიც არ გვაინტერესებს.მის ადგილზე ქველმოქმედებას მოვკიდებდი ხელს სულის გადასარჩენად.
08:50 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
?!
რა გინდათ ამ ქალისგან?
21:46 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გეყოფა
მოკლედ ამ ქალის ფოტოშოპით გადაღებული სურათები არ დაილია.შეგვჭამა საკუთარი თავის და წინაპრების ქებით.მართლა რომ წარმატებული პირადი ჰქონოდა მაშინ იკითხე ბუქიაბობას და ტრაბახს გადაგვაყოლებდა. რა უნდა თვითონაც არ იცის.ამ ბოლო კაცმაც თავი მოსჭრა სახალხოდ ვანოს შოუში.გეყოფა ია დუღილი.გეყოფააა...
17:41 / 15-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გამოყრუებული ტეტია
ტეტია ვისაც შეარქვა იამ სახლხოდ მთელმა საქართველომ მოისმინა.მართლაც ულამაზესი ქალები არასოდეს ამბობენ ლამაზი ვარო, როგორც ეს გაიძახის წამდაუწუმ და ჯინა ლოლობრიჯიდას ადარებს თავს.უამრავი კოსმეტიკური პროცედურებით რატომ უვლის და ილამაზებს თავს თუ არ სჭირდება.დარჩენილიყო ნაოჭებიანი და წვერულვაშიანი თუ მაგარია. გესლი და კბენა იას მოგონილია.ასათიანს კაცი დაამშვენებდა გვერდითო რომ წაკბინა (ვითომ მას ჰყავდეს). ულამაზესი ანუკის რუსულის გამო თურმე რომ შერცხვა.უკანალის მოშვერა ამომისვიო არ შერცხვა ტელევიზიით ამხელა ქალს.საკუთარ თავს უკეთებს რეკლამას და ამითაა ცნობილი.თუმცა მიუხეედავად "სილამაზისა" ისევ მარტოდ დარჩა.მის ასაკში მართლა ლამაზი ქალბატონები შვილიშვილებით ამაყობენ და არა ბოტოქსებით.
07:12 / 15-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დდდ
გამაგებინეთ ეს ქალი რა როლებით დაამახსოვრდება მაყურებელს-მსახიობობის თვალსაზრისით.სიბერეს კი ვერც შაქრის აკრძალვა უშველის და ვერც -ხორცის....სიგამხდრე და სილამაზე პირადად უხარია ადმიანს,თორემ ახალგაზრდას და ლამაზს რა დალევს,ასე რომ შეუცვლელი არავინაა...
03:11 / 15-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ტეტიასგან-ს
ნამდვილად ამართლებთ სახელს,რომელიც დაირქვით! :) :) ერთი რამ უნდა იცოდე,ადამიანს თუ ლამაზი აღნაგობა და სახის წყობა არ აქვს,რაც უნდა პლასტიკური ოპერაციები იკეთოს,მაინც ვერ გალამაზდება! ია,ძალიანაც ლამაზი ქალია,უვლის თავს და მშვენივრად გამოიყურება.არ მოგწონს გასაგებია,მაგრამ მსგავსი გესლიანი კომენტარი რატომ უნდა დაწერო,თუ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანი ხარ???
20:20 / 14-12-2015
გამოხმაურება / 0 /
...
იამ ტუჩებიც კი დაიბერა ადრე ფადიშაჰის პერიოდში.სტატიაც კი იყო მასზე მაშინ
15:39 / 14-12-2015
გამოხმაურება / 0 /
არაფერი ჯობს ბუნებისგან ნაბოძებ სილამაზეს, ბოტოქსები, პლასტიკური ოპერაციები და სხეულის თუ სახის გასალამაზებელი სხვადასხვა საშუალებები არცერთ ცნობილ და მდიდარ ადამიანს არ აკლია მაგრამ ყველა ლამაზი მაინც არ არის, და ვერც იქნება
15:22 / 14-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS