14 აგვისტო, 2013
ფეხმძიმე ნინო არაზაშვილმა ჯვარი სანდრო ონოფრიშვილზე დაიწერა
პრესაში მათი ურთიერთობის შესახებ იწერებოდა, თუმცა ნინო პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის დელიკატურად არიდებდა თავს ტელეწამყვანმა და დილის გადაცემის პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ალპინისტი სანდრო ონოფრიშვილი გახლავთ.

სანდრო ადრე
''რუსთავი 2'' -ის ერთ-ერთი პროექტ ''კოდის''  პროდიუსერიც გახლდათ.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო.

პრესაში მათი ურთიერთობის შესახებ იწერებოდა, თუმცა ნინო პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის დელიკატურად არიდებდა თავს.

''მე და ნინო დიდი ხანია ერთად ვართ, თუმცა პირად საკითხებზე საუბარი არ მიყვარს და არ
მელაპარაკოთ'' - ასეთი კომენტარი გააკეთა პრესასთან ორი წლის წინ სანდრომ.

ნინო არაზაშვილს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. სამწუხაროდ მეორე ქორწინებაში არ გაუმართლა. ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა, რომ ცხოვრებაში ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად უწევდა.
Rating
თუმცა, ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი დგას. გარდა იმისა, რომ ჯვარი საყვარელ ადამიანზე დაიწერა, მესამე შვილს ელოდება.
წყვილს ''რეიტინგის'' სახელით ბედნიერებას ვუსურვებთ…

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ვნახოთ-ს
კარგი რომ ეჩვენებოდა იმიტო გაყვა და აღმოჩნდა ალფონსი. რადგან კარგი ეგონა ამიტომ ვეღარ უნდა თქვას ვერაფერი? რანაირი ხალხი ხართ
20:58 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვნახოთ
ნინო მეორე მეუღლეზე ისეთ კარგ იგავ-არაკებს წერდა და აქებდა,უბედნიერესი ქალი ვარო და აი,ეს არის მამაკაცი იდეალური ქმარი და ჩემს ბავშვებს ძალიან მამობრივ სიყვარულს და ზრუნვას არ აკლებსო,რა უნდა ინატროს ქალმა ამაზე მეტიო..... და მერე გამოდგა ალფონსი და უვარგისი.ახლა ვნახოთ ეს მესამე .....და სხვა მრავალიიიი
20:20 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ბედნიერებას ვუსურვებ ♥ რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გათხოვდება ვისი რა საქმეა
19:53 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეწფდფ
ნინოს და მის მეუღლეს ყველაფერს კარგს ვუსურვებ,მაგრამ მახსოვს მამამისიამ მთავრობას უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ქართულ ტრადიციებს გადაუხვიესო და მის 2ჯერ გათხოვილ შილთან , რომ მესამე კაცი ცხოვრობდა ამდენი ხანი ჯვარდაუწერელად ეს რომელი ქართული ტრადიციაა.თუ სხვის თვალში პოულობს მარტო ჩხირს ? მაგ ორმაგმა სტანდარტებმა დაგღუპეს
19:29 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რა გამკვირვებია:))
რა მიკვირს იცით? ცნობილ ადამიანებში უმეტესობას სამი ქმარი ჰყავდა და მხოლოდ კვალიაშვილს რატომ ლანძღავენ იმიტომ, რომ სამჯერ იყო გათხოვილი, აი ამას მოომკალით დაა ვერ ვხვდები. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს ნინო და ბედნიერ მოლოგინებას გისურვებ!
19:05 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
აბა წავიდა
სასწრაფოდ კოპირება გაუკეთეთ " სალომე გოგიაშვილი მესამე შვილს ელოდება " კომენტარებს.ნინოსთვისაც მესამე ქორწინებაა და მესამე შვილს ელოდება.ისე პირადად მე ორივეს ბედნიერებას ვუსურვებ.
18:19 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაბი
ერტი-ორჯერ კიდევ მოასწრებს ეგ ისეთი ტემპებით მიდის
18:16 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS