სანდრო ადრე ''რუსთავი 2'' -ის ერთ-ერთი პროექტ ''კოდის'' პროდიუსერიც გახლდათ.
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნო.
პრესაში მათი ურთიერთობის შესახებ იწერებოდა, თუმცა ნინო პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის დელიკატურად არიდებდა თავს.
''მე და ნინო დიდი ხანია ერთად ვართ, თუმცა პირად საკითხებზე საუბარი არ მიყვარს და არ
ნინო არაზაშვილს პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. სამწუხაროდ მეორე ქორწინებაში არ გაუმართლა. ინტერვიუებში ხშირად საუბრობდა, რომ ცხოვრებაში ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად უწევდა.
თუმცა, ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი დგას. გარდა იმისა, რომ ჯვარი საყვარელ ადამიანზე დაიწერა, მესამე შვილს ელოდება.
წყვილს ''რეიტინგის'' სახელით ბედნიერებას ვუსურვებთ…
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის