რამდენიმე დღის წინ მოდელმა და მსახიობმა ნინი ონიანმა და ნათია წიწილაშვილმა თამამი ნაბიჯი გადადგეს და სოციალურ ქსელში კოცნის ფოტო გამოაქვეყნეს. ნინი და ნათია სერიალ „ქალთა სახეების“ მსახიობები არიან. გოგონების "ფეისბუქის" კედელზე გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეჟისორი დათო იმედაშვილი წერდა, რომ ამ კოცნის შემდეგ გოგონები უფრო შეუყვარდა.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, ია სუხიტაშვილმა და მანანა აბრამიშვილმა, დაბადების დღეზე გადაღებული ტუჩებში კოცნის
ნინი ფოტოს გამო ატეხილ სკანდალს სიცილით შეხვდა. „ნინი ონიანი ლესბოსელია?“- თქვენ მეისპეთ. ხალხო, რა კარგია, ამდენი ადექვატური ადამიანი რომ არსებობთ, მიყვარხართ, წერს ნინი.
ია სუხიტაშვილის საქციელის შემდეგ გავბედეთ და ნინი ონიანს სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ნინი, რისთვის დაგჭირდათ ამ ფოტოს გადაღება?
- სერიალის გადაღება გვქონდა.
- შეგიძლია, გვიამბო, რატომ გახდა ასეთი სცენის გადაღება აუცილებელი და იფიქრეთ, თუ არა ხალხის რეაქციაზე?
- ჩვენ ვმუშაობთ... ხან ასეთი სცენებია, ხან ისეთი. მე პირადად ამ ფოტოში ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს... თუ ვინმე რაიმეს არასწორად აღიქვამს, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ნათია ჩემი მეგობარია და ეს ფოტოც ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი და მეგობრულია.
ასევე იხილეთ
ია სუხიტაშვილი ტუჩებში კოცნის ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ სკანდალში გაეხვა - „სირები ხართ უნამუსო ვიყო...“