09 დეკემბერი, 2015
რატომ იზრდება მაკა შალიკაშვილის გოგონა ყოფილი ქმრის მშობლებთან
არ შემიძლია ვთქვა როგორი დედა ვარ
მსახიობ მაკა შალიკაშვილის გოგონა, მისი ყოფილი ქმრის მშობლებთან იზრდება. მაკა ჟურნალ ''სარკესთან'' გულახდილად საუბრობს ამ თემაზე და ამბობს, რომ მას შვილის სრულყოფილად მისახედად საჭირო თანხები არ გააჩნია.

"არ შემიძლია ვთქვა როგორი დედა ვარ, ერთი კი ცხადია, მინდა, ჩემ შვილს ჰყავდეს რეალიზებული დედა და ჩემით იამაყოს. თინათინი 9 წლისაა, დადის "ენიკიბეკის" სტუდიაში, ასევე - ანსამბლ "ნაბადში" ცეკვაზე. ისიც ხელოვანია, კარგად აზროვნებს. უყვარს ქსოვა. ეს ბებიისგან, მამის დედისგან ერგო წილად. თინათინი
მამასთან იზრდება მის მშობლებთან. მათი დიდი დამსახურებაა, რომ კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა.

არ მაქვს საშუალება, რომ შვილს თავიდან ბოლომდე მივხედო. არც ჩემი ქმრის ოჯახს აქვს საშუალება, მაგრამ რაღაცნაირად იჭირვებენ. შვილს რომ კვირაში რამდენიმესაათით ვნახულობ მსაყვედურობს, მაგრამ მეტი გზა არ არის. მე მარტო ვცხოვრობ", - ამბობს მაკა შალიკაშვილი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
Vaime
Usircxvilo
02:27 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
განა ყველა დედა დედაა?! მე ჩემი შვილებისბგარეშე ღამე როგორ დამეძინება ერთად რომ არ ჩავეხუტო- ეგ მატანინებს ყველა პრობლემას მავიწყებს... არვ ის მესმის მეგობრების, კაცების თუნდაც გართობის გამო შვილებს რომ ტოვებენ და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ... არაფერი და არავინ ღირს იმათ რასაც შვილთან უერთიერთობა აძლევს მშობელს.. თუმცა ყველას არ აქვს დედობის განცდა უბრალოდ აჩენს...მეცოდება ყველა ეგეთი- ანუ ასეთ შეგძნებებს მოკლებული ადამიანი- გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი...
00:52 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
სუზი
ყოველთვის არასერიოზულ ცანცარა ქალად მიმაჩნდი, მაგრამ ცუდი დედა თუ იქნებოდი არ მეგონა. როგორ გძინავს მის გარეშე, თანაც გოგოა, რა თბილები და ტკბილები არიან გოგოები, დედის მაგიერ ბებოს ეხუტება ალბათ მაგრამ დედა დედაა. დედა ღვთისა გაგიწყრეს შენ.
00:22 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
სუზი
მეც ბებომ გამზარდა სოფელში, დედა ქალაქში ცხოვრობდა ჩემს ძმასთან ერთად, არაფერს მაკლებდა მაგრამ სულ მენატრებოდა, ბებო მაღმერთებდა მაგრამ დედის მონატრება მკლავდა. დედასთან უნდა იზრდებოდეს ბავშვი.
00:16 / 18-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მიყვარს ეს მსახიობი...
16:26 / 17-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS