08 დეკემბერი, 2015
ნუკი კოშკელიშვილმა საკუთარ ფეხმძიმობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ნუკი კოშკელიშვილი უკვე რამდენიმე თვეა, ბენ ჩეიმზე გათხოვდა და ამერიკაში ცხოვრობს. მის შესახებ ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, რომ ფეხმძიმედ იყო.

გადაცემა ''კოქტეილი'', რომლის წამყვანიც ადრე თავად ნუკი კოშკელიშვილი იყო ნიკა გრიგოლიასთან ერთად, მას ამერიკაში დაუკავშირდა და ეს ჭორი გადაამოწმა.

''ძალიან ბევრმა მკითხა, ფეხმძიმედ ხარო? ვერ გავიგე ეს კითხვა რამ განაპირობა, ცოტა მოვპუტკუნდი თუ რა მოხდა, მაგრამ არა. ფეხმძიმედ არ ვარ'' აღნიშნა ნუკიმ.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS