08 დეკემბერი, 2015
ნუკა კვალიაშვილი მეორე ბავშვს ელოდება - ''4 კვირის ფეხმძიმე ვარ''
აი, ეს იყო მიზეზი ზემოთ დაწერილი 400 შვილის
მომღერალ ნუკა კვალიაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ნუკა მეორე ბავშვს ელოდება. ნუკას და ნიკუშა კობახიძეს ერთი ბიჭი ჰყავთ, ლუკა. ნუკა ''საქართველოს ვარსკვლავში'' მონაწილეობდა, როდესაც შეიტყო რომ პირველ ბავშვს ელოდებოდა. ბავშვის სქესი მისმა ოჯახის წევრებმა პროექტის სიუჟეტიდან გაიგეს. ნუკა ძალიან გულახდილია ხოლმე სოციალურ ქსელში და არც ამჯერად დაუმალავს, რომ ბავშვს ელოდება. სიხარული ''ფეისბუქზე'' ყველას გაუზიარა. 

''მე ყოველთვის ვიქნები მაგარ ფორმაში სულ რომ 400 შვილი გავაჩინო, ვიქნები ისეთი, როგორიც ყოველთვის
ვიყავი. მე არასოდეს დამეტყობა სიბერე, არც ვიზუალურად და არც შინაგანად. მე ვარ ლაღი, კეთილი, გულიანი, ერთგული ადამიანი და ეს არის ის რითიც მარადიულ სილამაზეს იძენ. 

პ.ს. 8 თვის წინ მომეშალა მუცელი 2 თვის, ძალიან ბევრი კითხულობდა ამ თემასთან დაკავშრებით, ასე თუ ისე პასუხს ვწერდი, რაც დამემართა და რაზე საუბარიც არ მინდა.

ამჯერად ვარ 4 კვირის ფეხმძიმე. აი, ეს იყო მიზეზი ზემოთ დაწერილი 400 შვილის. ვოტ !'', წერს ნუკა.
სალომე დადიანი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია
რა საყვარელი ლუკა გყავთ, ბედნიერ დედობას გისურვებტ.
14:18 / 08-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS