06 დეკემბერი, 2015
რას ამბობენ, ვინც ნაადრევად დაქორწინდნენ - „ნაადრევი ქორწინება კანონით არ უნდა აკრძალულიყო“
მშობლებმა არ უნდა შეუშალონ ხელი ქორწინებამდე ურთიერთობაში
საქართველოში ნაადრევი ქორწინებების რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა... ცოტა ხნის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინებაზე თანხმობის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს და საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია გახდება.

ეს საკითხი მეტად აქტუალური გახდა საზოგადოებაში. ჩვენ იმ ცნობილ ქალბატონებს დავუკავშირდეთ, რომლებიც ნაადრევად დაქორწინდნენ.

ნინა წკრიალაშვილი: - 17 წლის გავთხოვდი. ერთადერთი დადებითი მხარე, რაც ნაადრევ ქორწინებას ახლავს არის ის, რომ 18 წლის შვილი მყავს...
სხვა მხრივ, ამას კარგი არაფერი მოაქვს. მეტიც, ვფიქრობ, დანაშაულია ამ ასაკში გოგოს გათხოვება.

- წყვილს თუ ერთმანეთი ძალიან უყვარს...
- წყვილს თუ ერთმანეთი უყვარს, მშობლებმა არ უნდა შეუშალონ ხელი ქორწინებამდე ურთიერთობაში. როდესაც მოზარდს რაღაცას უკრძალავ, უკურეაქციას იწვევს...

- ანუ ახალი კანონი მოგწონთ?
- ძალიან მომწონს და სულაც არ ვფიქრობ, რომ სხვა რომელიმე კანონზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს იქნება კანონი, რომელიც დაიცავს მოზარდებს სტრესისგან, გამოწვეულს ნაადრევი ქორწინებით. დაეხმარება მათ ისწავლონ, იმუშაონ, დასახონ მომავლის მიზნები. ეს კანონი დაეხმარება ახალ თაობას სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები. მოაზროვნე თაობა კი ქმნის იმ ქვეყანას, რომელიც პირადად მე მომეწონებოდა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
. . . . .
კი მაგრამ თქვენ რომ გათხოვდით ვინმეს შეეკითხეთ? 15 წლის გავთხოვდიო, რომ წერ ეს უკვე დანასაულია რომელიც ისჯება. რასაც ტქვენ იზახით უყვარდეს ბატონო მაგრამ აუცილებელია ლიგინში იკოტრიალონ? მერე გაშორდებიან სხვა შეუყვარდება მერე იმასთან მერე იმასაც გადაიყვარებს, მერე ცოლ-შვილიან კაცთან არც ეს არ არის პრობლემა და და ბოლოს უმამო სვილებია და ასათიანის ეგოისტური ლოგიკა რა საჭიროა კაცი ოჯახისთვის?! და ეს რამხელა სტრესია შვილებისთვის, თუმცა მე ხომ კარგად ვარ და სხვა თუნდაც შვილი უნდა გამიგოს და იგივეს რომ გაიმეორებს მერე იშინეთ თავში ხელები კიდე ერთია არა არის კარგი გათხოვება მაგრამ ამას თუ ხვდებით მერე რამდენჯერ გათხოვდით და გაშორდით თქვენ ქმრებს თუ გახსოვთ მაინც. მარა ეს ყველაფერი სიტყვის მასალაა და მეტი არაფერი რასაც თქვენ იძახით.
00:38 / 08-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ბედი
ეხ ჩემო ლალი და ნინა.ბედი თუ გაქვს ადრეულ ასაკშიც გაგიმართლებს.დარვინებულები როცა გათXოვდით მეორედ თუ მესამედ მაშინაც ასაკი იყო მიზეზი ოჯახის დანგრევის?
19:17 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS