13 აგვისტო, 2013
ხატია სიჭინავა: მიშას ხუთკაციანი სასტავის ამორალური ბოგინი დამთავრდა
მინდა გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე პოლიტიკით თავის დაგრუზვაა მოგეხსენებათ, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სკანდალურობით გამოირჩევა. მის გარშემო მუდმივად გორდება ჭორების ტალღა, თუმცა ამას თავად ხატია ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება.

რატომღაც ამჯერად ხატია ხალხის ''ხმას'' მაინც გამოეხმაურა და ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მის აპოლიტიკურობაზეა. ამ გამოსვლით ხატიამ საკუთარი შეხედულება პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილზეც დააფიქსირა.

ამ განცხადებამდე რამენიმე კვირით ადრე ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ინტევრიუში ხატია ამბობს, ''ტელევიზორს
საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან მივხვდი, რომ ახალი ამბები ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება კომპიუტერს, მივესალმებოდი, ვინმემ სოციალური ქსელების გაუქმება რომ მოითხოვოს, რადგან მთელი სამყარო მასზე გახდა დამოკიდებული. სამწუხაროდ, "ფეუსბუქის" ხშირი მომხმარებელი ვარ, თუმცა დღემდე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გასართობია. სისულელედ მიმაჩნია პოლიტიკური განცხადებების კეთება ფეისბუქით''.

დღეს კი წერს, ''სადღაც წავიკითხე პოლიტიკაზე კომენტარებს აღარ აკეთებს, ეტყობა ოცნება აღარ მოსწონსო. ვინც ასე ფიქრობთ, მინდა გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე პოლიტიკით თავის დაგრუზვაა.

რაც შეეხება ოცნებას! სულ რომ არ მომწონდეს ზოგიერთი ოცნების კანდიდატი, მიშას ხუთკაციანი სასტავის ამორალური ბოგინი დამთავრდა და ამას ყოველთვის მივესალმები!!!

პირველ რიგში კი ხაზს გავუსვამ ივანიშვილისა და სააკაშვილის პიროვნულ განსაზღვრებას!!! ბიძინა – ოჯახის მოსიყვარულე, რელიგიური და მშვიდი ადამიანი!!! მიშა - ყველაფერი ეს უკუღმა!!!

ასე რომ, ჩემი აზრი ამასთან მიმართებაში, მგონი, ნათლად გამოვხატე! არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება პოლიტიკური მიმართულებითა და სტატუსებით დავამახინჯო!!! ასე რომ, იცხოვრეთ პოზიტიურად და შეეშვით იმ საქმეს, რომელშიც არავინ ჩაგახედებთ სულ რომ გაიგიჟოთ თავი''.
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ნუგო
ნანას ვეთანხმები ამას რომ ვინმეზე რამე ექნება სათქმელი
21:52 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰა ჰაა
კომენტარებზე ვიცინეე,ასე რომ ჩემო კარგო ხატუშ,ენას კბილი დააჭირე,შენი შესაფასებელი არაა ბიზინა და მითუმეტეს არც მიშა,ლაპარაკობს აკ ოჯახზე და სიწმინდეზე,შენ რა იცი სააკაშვილისთვის რა არის ოჯახი? და თუ იცი,მაშინ ეს კომენტარტებიც მიიღე და შეირგე,ისინი ხომ შენს ცხოვრებას ასახავენ
20:41 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ასეც ხდება ხოლმეეე.დაავიწყდა ცუდი გოგო რომ იყო.მაგრამ ხატუშ ხალხს კარგად ახსოვს რა ონავარიც იყავი და თუ შანსი მოგეცა არც ეხლა გაუშვებ შანს!
20:21 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS