13 აგვისტო, 2013
ხატია სიჭინავა: მიშას ხუთკაციანი სასტავის ამორალური ბოგინი დამთავრდა
მინდა გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე პოლიტიკით თავის დაგრუზვაა მოგეხსენებათ, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სკანდალურობით გამოირჩევა. მის გარშემო მუდმივად გორდება ჭორების ტალღა, თუმცა ამას თავად ხატია ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება.

რატომღაც ამჯერად ხატია ხალხის ''ხმას'' მაინც გამოეხმაურა და ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მის აპოლიტიკურობაზეა. ამ გამოსვლით ხატიამ საკუთარი შეხედულება პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილზეც დააფიქსირა.

ამ განცხადებამდე რამენიმე კვირით ადრე ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ინტევრიუში ხატია ამბობს, ''ტელევიზორს
საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან მივხვდი, რომ ახალი ამბები ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება კომპიუტერს, მივესალმებოდი, ვინმემ სოციალური ქსელების გაუქმება რომ მოითხოვოს, რადგან მთელი სამყარო მასზე გახდა დამოკიდებული. სამწუხაროდ, "ფეუსბუქის" ხშირი მომხმარებელი ვარ, თუმცა დღემდე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გასართობია. სისულელედ მიმაჩნია პოლიტიკური განცხადებების კეთება ფეისბუქით''.

დღეს კი წერს, ''სადღაც წავიკითხე პოლიტიკაზე კომენტარებს აღარ აკეთებს, ეტყობა ოცნება აღარ მოსწონსო. ვინც ასე ფიქრობთ, მინდა გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე პოლიტიკით თავის დაგრუზვაა.

რაც შეეხება ოცნებას! სულ რომ არ მომწონდეს ზოგიერთი ოცნების კანდიდატი, მიშას ხუთკაციანი სასტავის ამორალური ბოგინი დამთავრდა და ამას ყოველთვის მივესალმები!!!

პირველ რიგში კი ხაზს გავუსვამ ივანიშვილისა და სააკაშვილის პიროვნულ განსაზღვრებას!!! ბიძინა – ოჯახის მოსიყვარულე, რელიგიური და მშვიდი ადამიანი!!! მიშა - ყველაფერი ეს უკუღმა!!!

ასე რომ, ჩემი აზრი ამასთან მიმართებაში, მგონი, ნათლად გამოვხატე! არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება პოლიტიკური მიმართულებითა და სტატუსებით დავამახინჯო!!! ასე რომ, იცხოვრეთ პოზიტიურად და შეეშვით იმ საქმეს, რომელშიც არავინ ჩაგახედებთ სულ რომ გაიგიჟოთ თავი''.
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
მაო
ბეჰეჰეჰეს სხვათაშორის მინდა გიტხარა ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ხატიას და მის დედამთილს და უაზრო კომენტარებს მორჩი ბოღმა ნუ გახრჩობს
10:29 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბეჰეჰეე
დედამთილი ყვარებია თურმე ზალიან ძალიან,არა ისიც მაგარი "სწერვაა",მაგრამ დედიკო მაინცც დედიკოა
01:15 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სემი-ს
მაკიაჟით რას გავს და უმაკიაჟოდ ამას მტერმა უყურა,თან ლოგინში,თან ახალ გაღვიძებულზეეე,თუ მისი აზრები და კომენტარებიც დააფრქვია ხომ საერთოოოოოდ
01:12 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
manaja
აუ ეხლა ამის კომენტარები გვაკლდა სასაცილოა ვის აინტერესებს ხატიას ნაბოდვარი ან რატო ცერს ჟურნალისტი მის კომენტერებს ვერ გავიგე ეგრე ჩამოვრჩით ხატია ჩუუუუუ რა
01:01 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პპპ
მიშას კიარა შენი ამორალური ბოგინი იკო დასრულებული და იმედია მომავალშიც აღარ გაეჩხირები ტელევიზიაში ან სადმე
01:00 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე-ს
ჰოდა იცხოვროს მისი ცხოვრებით,ივანიშვილის და სააკაშვილის ოჯახი რა მისი გასარჩევია,რომ არ გაეკეთებინა კომენტარი ხომ არ მოხვდებოდა აქ,შესაბამისად არც ჩვენი კომენტები იარსებებდა,მისი შეხედულებები წეროს ზოგად საკიტხებზე და არა პოლიტიკოსებზე,ისედაც დაგლილები ვართ,ახლა ამ ერთუჯრედიანის კომენტარებიღა გვაკლდა რა
00:56 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
არ მესმის ერთი რამ, არ შეიძლება ადამიანმა დაწეროს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით? ვინ გეკითხებათ რომ არჩევთ, ან ვინ გეკითხებათ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა... ადამიანს თავისი პირადი ცხოვრება როცა არ აქვს, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, იცხოვრეთ თქვენც, რა გაეწყობა, ვერაფერს იზამთ სხვას ვერაფერს :D
00:05 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ძალიან შეუხედავი გოგოა, თან ტუტუცი
23:00 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გვანციიი
მაგარიი ჯიგარია!!!და შეეშვით ამ მართლა ბო*ურ კომენტებს!
22:33 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სემი
რატომ წევს ეს ქალი მაკიაჟით ლოგინში?:???
22:05 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS