13 აგვისტო, 2013
ხატია სიჭინავა: მიშას ხუთკაციანი სასტავის ამორალური ბოგინი დამთავრდა
მინდა გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე პოლიტიკით თავის დაგრუზვაა მოგეხსენებათ, ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სკანდალურობით გამოირჩევა. მის გარშემო მუდმივად გორდება ჭორების ტალღა, თუმცა ამას თავად ხატია ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება.

რატომღაც ამჯერად ხატია ხალხის ''ხმას'' მაინც გამოეხმაურა და ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუბარი მის აპოლიტიკურობაზეა. ამ გამოსვლით ხატიამ საკუთარი შეხედულება პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილზეც დააფიქსირა.

ამ განცხადებამდე რამენიმე კვირით ადრე ''რეიტინგისთვის'' მიცემულ ინტევრიუში ხატია ამბობს, ''ტელევიზორს
საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან მივხვდი, რომ ახალი ამბები ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება კომპიუტერს, მივესალმებოდი, ვინმემ სოციალური ქსელების გაუქმება რომ მოითხოვოს, რადგან მთელი სამყარო მასზე გახდა დამოკიდებული. სამწუხაროდ, "ფეუსბუქის" ხშირი მომხმარებელი ვარ, თუმცა დღემდე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გასართობია. სისულელედ მიმაჩნია პოლიტიკური განცხადებების კეთება ფეისბუქით''.

დღეს კი წერს, ''სადღაც წავიკითხე პოლიტიკაზე კომენტარებს აღარ აკეთებს, ეტყობა ოცნება აღარ მოსწონსო. ვინც ასე ფიქრობთ, მინდა გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე პოლიტიკით თავის დაგრუზვაა.

რაც შეეხება ოცნებას! სულ რომ არ მომწონდეს ზოგიერთი ოცნების კანდიდატი, მიშას ხუთკაციანი სასტავის ამორალური ბოგინი დამთავრდა და ამას ყოველთვის მივესალმები!!!

პირველ რიგში კი ხაზს გავუსვამ ივანიშვილისა და სააკაშვილის პიროვნულ განსაზღვრებას!!! ბიძინა – ოჯახის მოსიყვარულე, რელიგიური და მშვიდი ადამიანი!!! მიშა - ყველაფერი ეს უკუღმა!!!

ასე რომ, ჩემი აზრი ამასთან მიმართებაში, მგონი, ნათლად გამოვხატე! არ ვაპირებ ჩემი ცხოვრება პოლიტიკური მიმართულებითა და სტატუსებით დავამახინჯო!!! ასე რომ, იცხოვრეთ პოზიტიურად და შეეშვით იმ საქმეს, რომელშიც არავინ ჩაგახედებთ სულ რომ გაიგიჟოთ თავი''.
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
კალია
ხატია იქნებ ფარულავასაც ასწავლო როგორ შეეტენოს ვინმეს,ისიც შენნაირია
17:49 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკკალლ
ვისაც მოგწონოთ ღმერთმა მოგცეთ
20:46 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქალბატონო კუკალლ თქვენ იმაზე იფიქრეთ, როგორი რძალი შემოგივათ.მსჯელობაზე გატყობთ პატიოსნების ეტალონი ხართ. ცნობისთვის ქალიშვილებიც მოუყვანიათ ცოლებად და გაბოზებიათ. ხოლო ე.წ. თქვენაირების მიერ იარლიყმიწებებულ ქალებს სამაგალითო ოჯახი შეუქმნიათ. ასე რომ თუ განსჯაა ადამიანი დღევანდელი ცხოვრებით შეაფასე და წარსულში ყველა უშვებს შეცდომებს
14:48 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
კარგია და მივესალმები,როცა ადამიანი ხვდება სად უნდა გაჩერდეს.იმასაც მივესალმები და ვთვლი,რომ ქალს აუცილებლად უნდა ყავდეს ოჯახი.მაგრამ შენი კომენტარი აქ უკვე მართლა ზედმეტია ძვირფასო.ისე საკმაოდ ჭკვიანი ყოფილხარ.ყოჩაღ.
13:27 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკალლ მიდი და ეგ სიტყვები მის ქმარს პირში უთხარი და ნახავ შენს სახეს რა მოუვა. კომპიუტერს ამოფარებულები მაგრები ხართ ლანძღვაში. ვინც შეუყვარდა ის მოიყვანა და შენ რა ნაკერებზე იხსნები. გშურს მის ადგილას რომ არ ხარ?
21:14 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS