მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ფეისბუქზე ძმის ფოტო ატვირთა, სადაც მას ასაფეთქებლებისგან დამწვრობა აქვს მიღებული. საბედნიეროდ ნინუცა და რუსკა მაყაშილების ძმა გადარჩა და ამჯერად თავს კარგად გრძნობს. მაგრამ ამ შემთხვევამ ხალხში კიდევ ერთხელ გააჩინა მოთხოვნა, რომ საერთოდ აიკრძალოს ასაფეთქებლების გაყიდვა.

„მოარიდეთ ბავშვები ასაფეთქებლებს და საერთოდ არ უყიდოთ! საშინელეებაა. ჩემმა ძმამ თავი აიფეთქა და მადლობა ღმერთს რომ გადარჩა! არ უნდა იყიდებოდეს და ისეთ ადგილას უნდა ინახავდნენ, რომ არ მოიპარონ ბავშვებმა“!, წერს ნინუცა
მაყაშვილი.
სალომე დადიანი