ახალი წელი მოდის და ქართველი ვარსკვლავებიც მზადებას იწყებენ. თამუნა ვაშალომიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნაძვის ხეს ბარბარობის შემდეგ, 20 დეკემბრამდე მარტო ან მეგობრებთან ერთად აწყობს. მოდელს ახალი წელი განსაკუთრებით უყვარს და ცდილობს, საახალწლო განწყობა სახლში იგრძნობოდეს. საახალწლო რჩევები თამუნა ვაშალომიძისგან:
1. მაღაზიებში ხშირად წააწყდებით თეთრ, ვარდისფერ ან ცისფერ ნაძვის ხეს. ჩემი აზრით, ნაძვის ხე მწვანე უნდა იყოს და ბუნებრივს ჰგავდეს. გირჩევთ, ყოველ წელს 1-2 ახალი, განსხვავებული სათამაშო შემატოთ თქვენს
2. საახალწლო ტრადიცია მაქვს: სანამ თორმეტი საათი გახდება, გასულ წელს მადლობას ვუხდი და ვაჯამებ რა კარგი მოვლენები მოხდა. ახალი წლის დილას ბებოსთან მივდივარ. ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი ის, რაც მსურს რომ დამებედოს. მინდა, რომ გარეთ თოვდეს... თოვლიანი ახალი წელი განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.
3. საახალწლო სუფრაზე ყველაზე მეტად გოზინაყი მიყვარს. გოზინაყის დამზადებისას გაითვალისწინეთ, რომ ის არ უნდა იყოს ძალიან მაგარი და სინზე არ უნდა დაეწეპოს.
4. საახალწლოდ წონაში ყველა იმატებს. სიმართლე გითხრათ, ორ კილოს არასდროს ვცდები. ამ ორ კილოსაც გოზინაყს ვაბრალებ. ივარჯიშეთ, სწორად იკვებეთ და ზედმეტ წონას აუცილებლად მოიშორებთ.
5. 31 დეკემბერს ვერცხლისფერი კაბის ჩაცმას გირჩევთ. თავად ვაპირებ გრძელ, თვლებით გაფორმებულ გრძელ კაბაში გამოვეწყო. აქცენტს დეკოლტეზე გავაკეთებ, თქვენც იგივეს გირჩევთ. ქალმა ხაზი უნდა გაუსვას თავის ღირსებებს.
6. 12 საათზე სუფრაზე დაანთეთ სანთელი და ჩაიფიქრეთ რეალური სურვილები. ახალი წლის ღამეს საოცარი ძალა აქვ, ამიტომ სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ.
რადა მახარაძე