03 დეკემბერი, 2015
საახალწლო კონცერტების გამო მომღერლები კვლავ პროტესტს გამოთქვამენ - ''აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა''...
რატომ არ გკიდიათ, იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე ქართველი მომღერლების ნაწილი როგორც წესი, ხშირად გამოთქვამს პროტესტს სახელისუფლებო კონცერტებში რომ არ იღებენ მონაწილეობას. როგორც ჩანს, არც წლევანდელი ახალი წელი იქნება გამონაკლისი. ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქზე წერს. ნანუკას თქმით პროტესტს ამჯერადაც ის მომღერლები გამოთქვამენ, რომლებიც ამ საკითხით ყოველთვის უკმაყოფილოები არიან. 

''ყოველ წელს შეიძლება იყოს ჩხუბი და სკანდალები თემაზე: ვინ იმღერებს ახალი წლის კონცერტზე?!
მომღერლების ერთი ნაწილი სად ჩარჩა? რომელ ეპოქაში? სადაც "გალუბოი აგანიოკს" მაღალი
რეიტინგი აქვს? რატომ არ გკიდიათ, იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე?!

შექმენით რამე ახალი. ჩაატარეთ სოლო კონცერტები და არ მითხრათ ახლა ფული არააო. რაც კარგია, რაც ახალია თავად წერს ფულს. შეიძლება ცოტას, მაგრამ წერს.

აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა. იქნებ გეფიქრათ იმაზე რომ დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ. დრო დროზე ჩქარა რომ მირბოდა ის ამბავია და ვინც დროს ჩამორჩა, ის ყველაზე მეტს ყვირის. ვაახ'', წერს ნანუკა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანგუსტა
უკმაყოფილო ვინ არის> სოხუმამდე ერთ ბილეთს რომ ყიდულობდნენ კლიპში და ღირსების ორდენები რომ მიიღეს მიშიკოსგან და მარაოები, სადაც დაგცხებათ იქ გაინიავეთო? იმ დედაკაცს მართლა სცხელა ალბატ კლიმაქსის ალების გამო, ამიტომ მარაოც ვეღარ უშველის, ალბათ.
19:21 / 03-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS