13 აგვისტო, 2013
ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის სიყვარულის ამბავი გამართლდა

როგორც ჩანს, გრანდიოზული ქორწილიც არ არის შორს

''რეიტინგი'' მცირე ხნის წინ იუწყებოდა, რომ მსახიობი ლელა მებურიშვილი პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმისშვილზე, ბაჩოზე დაინიშნა. ამბობდნენ, რომ ბაჩოს საკმაო ხანია უყვარს ლელა და ლელამ ახლახან უპასუხა იმავე გრძნობით.

ბაჩო საგანელიძე "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დირექტორი გახლავთ. განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ის თბილისში საკმაოდ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია და გოგონებს მისი მონადირების შანსი აღარ აქვთ, რადგან მთელი მისი ყურადღება ლელა მებურიშვილისკენ არის მიპყრობილი.

როგორც კი ამ ამბის
შესახებ შევიტყვეთ, ლელას დავურეკეთ, მან დაგვიდასტურა, რომ იცნობს ბაჩო საგანელიძეს, თუმცა უარყო ხმები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მაშინ ასეთი დიალოგი შედგა ჩვენს შორის

- ლელა, გავიგეთ, რომ თხოვდები.
- (იცინის) დღეს ჭორების დღეა, თუ რა ხდება?!.
- ანუ, კიდევ გკითხა ვინმემ?
- არა, არ ვთხოვდები!.. დღეს რეპეტიციაზე ვართ და სხვადასხვა ადამიანზე უამრავი ჭორი გავიგეთ.
- მე კონკრეტული ადრესატის დასახელება შემიძლია.
- ანუ, ვის გავყვები? და წინა ჭორის დროსაც ხომ გაიგეთ და იმის წინაზეც(იცინის)? ხან ვის მივყვები, ხან - ვის.
- მე გავიგე, რომ მიჰყვები დავით საგანელიძის ძმისშვილს, ბაჩო საგანელიძეს.
- არა...
- ამბობენ, რომ დიდი ხანია, შენი თაყვანისმცემელია და უნდოდა შენი ცოლად შერთვა, ახლა კი შენც იმავე გრძნობით უპასუხე და დათანხმდი.
- არა, ნამდვილად ჭორია.
- იცნობ ბაჩოს პირადად?
- ვიცნობ.
- მეგობრები ხართ?
- დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ.
- ანუ არ არის შენი თაყვანისმცემელი?
- მეტს ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე.
- ანუ დუმილს ამჯობინებ?
- არა, არ ვდუმვარ. ხომ გიპასუხეთ? ყველაფერი ჭორია, რაც მითხარით (იღიმის).
მოგვიანებით, მსახიობი და ბაჩო საგანელიძე ერთად ნახეს ივლისში, ბათუმის ჯაზფესტივალის ერთ-ერთ კონცერტზე. ამ ფოტოთი კი ყველაფერი ნათქვამია. ფოტოზე, რომელიც ბაჩომ საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოაქვეყნა, ერთ-ერთ მის მეგობარს მიწერილი აქვს - ''მიყვარს ეს წყვილი!''. როგორც ჩანს, გრანდიოზული ქორწილიც არ არის შორს...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ლელა
ლელა თუ ჭორი არ არის გილოცავ ჩემო კარგო. მე ძალიან მომწონხარ და მინდა ბედნიერი იყო. ნუ იტყვი სიყვარულზე უარს, შეიძლება შენს გულში რამე დარდი ტრიალებს, მაგრამ უნდა მოერიო. შენ ძლიერი ადამიანი ხარ. არ გიცნობ პირადად, მაგრამ ასე მგონია.რაც შეეხება სასიძოს ასე ერთი შეხედვით და ფიზიკური მონაცემებით ვერ შეაფასებ ადამიანს, მაგრამ რატომღაც მაინც ეტყობა, რომ კარგი ადამიანია. რაც შეეხება დავით საგანელიძეს, მისი ძმიშვილობა რამეს ნიშნავს??? დაგეწერათ უბრალოდ ბაჩო საგანელიძე, სიყვარულის პოლიტიკასთან დაკავშირება რაღა მაიმუნობაა.
10:34 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ჯერ ერთი ლელას არ დაუდასტურებია მიყვარს ეს ადამიანიო და მეორეც მხოლოდ გარეგნობით ადამიანის შეფასება, რომელსაც გინდა ცხოვრება დაუკავშირო ძალიან მცდარია. ცხოვრებაზე ერთნაირი შეხედულება, სულიერი და ემოციური სიახლოვე და ამავე დროს მყარი მატერიალური მდგომარეობაც აუცილებელია. იქნებ ამ ადამიანს ყოველივე ეს გააჩნია? რადგან წარმატებული მამაკცია ამიტომ გაქვთ სიძულვილი?
18:36 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნზნს
აბა ჩქარა სანამ ასეთ პოსტებზე ხართ მახინჯი ჭკუის ფულისტები როგორიც საგანელიძეა. დავიჯერო ლელას ასეთი გარეგნობის ბიჭმა მოხიბლა? თუ მისმა განათლებამ? თუ ბიძიას მაფიოსობამ და რეკეტის ფულმა.კაი რა გენც,დიდი ბოდიში მაგრამ რასაი ჰგამს ირანელი ყასაბია
00:31 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
***
კარგი წყვილია, ბედნიერებას ვუსურვებ.( ისე რა ბაჩოს ბრალია დავით საგანელიძის ძმისშვილი რომ არის.)
15:48 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატო
გადასარევი ბიჭია . რას იპრანჯები ლელაააა?
12:45 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაყვალა-ს
საქართველოში ვცხოვრობთ თუ სათათრეთში ვეღარ გავიგე.ქმარი მაგინებს, სამსახურში არ მიშვებს. ესაა დღევანდელი ქართველი არაკაცები. კაცობა რომ დაკარგეს და ქალებზე მბრძანებლობით რომ იოხებენ უბადრუკ ამპარტავნობას. ჩემო ძვირფასო ქალებო, არც ერთ მდაბიო მამრს არ მისცეთ ამის კეთების უფლება. თქვენთვის არავის მოუსჯია რომ ვიღაც ნაძირალამ ცხოვრება გაგიმწაროთ. თავს პატივი ეცით. მართლა თათრები ხომ არ ვართ. თვით ირანელი ქალებიც კი ისეთი დაფასებულები არიან ქმრებისგან რომ ვერც წარმოიდგენთ. სირცხვილია. საქართველო სათათრეთი არაა.
08:37 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაყვალა
უფალი გფარავდეთ......
04:13 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ძალიანაც კარგი,ლელა კარგი გოგოა და რატომ არ უნდა გაყვეს შეძლებულ და განათლებულ ბიჭს? ლელა ამ ბიჭს ჯობია,უკეთესი გარეგნობის მამაკაცსაც იპოვნიდა,მაგრამ ცწორი არცევანი გააკეთა,მარტო სიყვარულით ვერ იარსებებ მატერიალურად ტუ არ გაქვს ზურგი გამაგრებული,სიყვარული მალევე ქრება.რა მოვიგე სიყვარულით თუ გავტხოვდი და ქონება არ მაინტერესებდა,დღე არ გავა ქმარმა არ მაგინოს,სამსახურში არ მიშვებს სახლში გამომკეტა,რომანტიკულ კაციდან რეალურ კაცდ იქცა,მოკლედ, ლელა გაყევიიიი
23:50 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
თუ მართალია, იხარეთ....თუ ჭორი, მაინც იბედნიერეთ.....საზიზღარ პაპარაცებს ვერ ვიტან....
22:22 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
სულში უძვრებით ადამიანებს რა უბედურებაა,ვერ განძრეულხარ რააა....
21:37 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS