2015 წელს ძალიან ბევრი ქორწილი ვიხილეთ ქართულ შოუ ბიზნესში. გთავაზობთ ბედნიერ წყვილებს, რომლბმაც გასულ წელს ქართული პრესის ყურადღება დაიმსახურეს.
წლის დაწაწყისში ერთ ერთმა პირველებმა დაქორწინება სოფო ბედიამ და მიშა მესხმა გადაწყვიტეს. ამ წყვილს თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თავად სოფოც ამბობდა, რომ ის განათხოვარი და ბავშვიანი ქალი იყო და ისეთ მამაკაცს მოჰყავდა ცოლად, რომელსაც ადრე ოჯახი არ ქონია. სოფო ქორწილში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ქორწილიდან ძალიან მალე მომღერალმა

დიდხანს საუბრობდნენ დიზანიერ ლაკო ბუკიას და რეზიკო მანჯგალაძის ზღაპრულ ქორწილზე, რომელიც წყვილმა ჩაქვში გადაიხადა. ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, მილიონერ გოდერძი ბუკიას ქალიშვილის ქორწილს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ნუკი კოშკელიშვილის გათხოვებას ბენ ჩეიმზე კი ყვითელი პრესა ნამდვილად არ ელოდა. ნუკი ''მარაო რუსთავი 2''-ზე და ''კომედი შოუს'' სერილში აქტიურად იყო დაკავებული, გარდა ამისა ყვითელ პრესაში დაიწერა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ნუკიმ ფეხი მოიტება და ასეთ მდგომარეობაში მიატოვა ის ამერიკელმა შეყვარებულმა.
თუმცა მოულოდნელად ნუკი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა. მოგვიანებით კი მისდა გასაოცრად ისიც კი აღმოაჩინა, რომ ბენს ფლორიდაშიც ჰქონია სახლი. წყვილი სოციალურ ქსელში თამამი ფოტოების დადებას არ ერიდება და ყვითელი პრესაც აქტიურად ადევნებს თვალს მათ ოჯახურ ბედნიერებას.
ბექა ხოფერიას და ირინა ოსეპოვას ქორწილი კი ბექას ყოფილი მეუღლის, თიკა ჯამბურიასთვისაც კი დიდი მოულოდნელობა იყო. თიკა ამბობდა რომ ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ბექა მას შერიგებას სთხოვდა. ინას და ბექას ბევრმა დაშორება უწინასწარმეტყველა, რადგან მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა. ''კეთილისმსველთა'' პროგნოზები არ გამართლდა. წყვილი უახლოეს მომავალში ბავშვს ელოდება.

ყვითელი პრესის წლის სენსაციად იქცა მილიონერ თემურ უგულავას და მოდელ ნინი ნებიერიძის ქორწინება. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია. გარდა ამისა თემურ უგულავა ცნობილი მექალთანე იყო. დღემდე ის ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ ბაია დავითაიასთან იმყოფებოდა. მისთვის ქორწილის უღელის დადგმა ვერც ერთმა ქალმა ვეღარ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა. როგორც ამბობენ, ბაია დავითაიასთან ოფიციალურად გაყრის შემდეგ წყვილი გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის.

ბევრი გაუკვირდა ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის და მსახიობ ლევან ხურციას ქორწინება, ლევანს ბევრი გოგო ეტრფოდა, მაგრამ თავად ლევანი ლამაზმანი ადვოკატით მოიხიბლა, რომელიც მაყურებელმა ''ცეკვავენ ვარსკვლაბიდან'' გაიცნო.
სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა მსახუობი ანრი ბიბინეიშვილი, რომელმაც ყვითელი პრესა პირველად კესარია აბრამიძესთან გადაღებული ფოტოთი აალაპარაკა. პიკანტურ ფოტოს, სადაც მსახიობი კესარიას ენით მკერდზე ეხებოდა, დიდი სკანდალი მოჰყვა. ანრი პოპულარული გახდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მას მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი მეუღლე, მარიამ ახობაძე შეუყვარდა. წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა.
2015 წლის ყველაზე სკანდალური ქორწინება კი ეკა მიშველძის და ალექსანდრე პეტრიაშვილის იყო. ჟურნალისტის და ირაკლის ალასანიას გუნდის წევრის სიყვარულს ეკას სამსახური შეეწირა. წყვილს სიყვარულისთვის ბევრი რამის გადატანა მოუხდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და როგორც ამბობენ, ეკა ახალი წლის მერე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას კვლავ წაიყვანს.

ქეთი მელაძე