მამა პეტრე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს. მამაო სტუდენტობის წლებს იხსენებს, როდესაც ძალიან უჭირდა და როდესაც სიონში მომუშავე დარაჯი ეხმარებოდა.
„ეს პერიოდი იყო. წლების წინ, პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, ყოველთვის თავშესაფარი მიჭირდა. ხშირად სიონს მივაშურებდი, სადაც ჩემი მეგობარი დარაჯად მუშაობდა, ჯვარცმასთან გამათბობელი იყო ჩართული.
ვთხოვდი, მეც დავეტოვებინე. იცოდა, რომ მატერიალურად მიჭირდა. საყვედურიც რომ მიეღო, ქუჩაში მაინც არ გამაგდებდა. მკაცრი და სასტიკი ზამთრის ღამეები
ხან ჩამეძინებოდა, ხანაც მოულოდნელად თავზე დამათენდებოდა.ასე, ნაადრევად გამოვიდოდი ,,სახლიდან", რომ პირველი ლექციისთვის მიმესწრო.გაცდენა ფასიანი იყო და დამატებითი პრობლემები არ მჭირდებოდა.ქუჩაში წანწალს გადამარჩინა ტაძარმა, რომელიც ბინაც იყო, საკვებიც და ურთიერთობებიც.
ახლა კი, სახლში, მეხუთე შვილი მიწევს და დედაჩემის გამოგზავნილი საბანი მახურავს, მაგრამ გულში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რიგში ვდგავარ, რომელიც არ შეეგუა უმძიმეს რეალობას და საკუთარი თავი თვითონ შექმნა.
ისე კი, ხშირად მენატრება ის დრო“... წერს მამა პეტრე ფეისბუქზე.
სალომე დადიანი