02 დეკემბერი, 2015
გიორგი ვარდოსანიძე - ''სალომე ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იქნება, რომელსაც ვერ ამოვშლი გულიდან''
მეგონა, თითიდან გამოწოვილი ამბავი იყო მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი ვარდოსანიძის პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ცხოვრება ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან გადაიკვეთა. წყვილის ქორწინება-განქორწინებას პრესასა და ტელევიზიაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ვარდოსანიძე პირად ცხოვრებაზე ამჯერად "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"სარკე": მართალია, რომ დეპრესიის პერიოდი გამოიარეთ?
გიორგი ვარდოსანიძე: ამ სიტყვის არასოდეს მჯეროდა. მეგონა, თითიდან გამოწოვილი ამბავი იყო და ასეთ დროს საკუთარ თავს ძალით უქმნიდნენ სადარდებელს, მაგრამ ასე არ ყოფილა. მე მართლაც
გამოვიარე მძიმე მომენტები, რამაც გამზარდა და რაღაცეები გადამაფასებინა. ამ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება - მინდა, ეს სიტყვები ამოვისვირინგო. ეს რომ, გავიაზრე, დავლაგდი და ყოველი დღის გათენება მიხარია.

მქონია ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაფერს მოვწყდი, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი და ჩემი მეორე "მე" ჩემს თავში იქექებოდა. ეს უკვე გამოვიარე და მეტი აღარ მინდა. ახლა ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. მხოლოდ ლოგინში თუ არ მოვეფერებით ერთმანეთს და ადამიანური მოფერების უნარსაც აღვიდგენთ, ძალიან კარგი იქნება.

"სარკე": მძიმე პერიოდი ცოლთან, სალომე ჭაჭუასთან განშორებამ მოიტანა?
გიორგი ვარდოსანიძე: ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ, რთულად გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დრო ჩემთვის მკურნალი აღმოჩნდა. ბევრი რამ დამაფასებინა, ბოდიშის მოხდა და ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანა არაა სირცხვილი.

სალომეს ძალიან ვაფასებ, ვთვლი, რომ ბევრს მიაღწევს. როგორც ვიცი, თავისი გეგმების განხორციელებაშია. ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასოდეს ვიქნებით. ყოველდღე - არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს, ხომ ვართ კარგად და რამე ხომ არ გვჭირდება. სალომე ამ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ცეკვაზე გიჟდება და ვიცი, რომ რაღაც წარმატებებს აღწევს. ერთი არ მიაღწიოს და შუაზე გადავწიწკნი!

ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სულ ამბობდა, მინდა მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილს შორის შევიდეო და, სალომე, თუ ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ, გეუბნები, 50 წყვილს შორის კი არა, პირველი უნდა იყო, ამის პოტენციალი გაქვს! თუ ასე არ იქნება, პირადად მე გაგჩეჩავ. ნიჭიერი, კარგი მოცეკვავე გოგოა, მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ. ეს ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იქნება, რომელსაც ვერ ამოვშლი გულიდან, ეს ნაწილი ძალიან ძვირფასი და მეგობრულია ჩემთვის. არ ვიცი, მას რა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მე წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში.

სარკე": იქნებ ურთიერთობის გადასარჩენად უნდა იბრძოლო?
გიორგი ვარდოსანიძე: ერთადერთი, იმას მივხვდი, რომ ვისთანაც კარგად ვიყავი, იმაზე ცუდი არ უნდა ვთქვა. ოდესღაც მასთან კარგად ვიყავი, ამიტომაც სალომეზე, კარგის გარდა, ვერაფერს ვიტყვი, სულ რომ მაწამოთ. ვიმეორებ, ტყუილად არაფერი ხდება, ალბათ ასე იყო საჭირო.

"სარკე": ახლა შეყვარებული არ ხართ და თქვენ გვერდით არავინაა?
გიორგი ვარდოსანიძე: ჩემი გული თავისუფალია, შეყვარებული არ ვარ. არავინ მყავს და არც ვჩქარობ.
იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სალომე
ეხლა მისტირი სალომეს როცა გვერდით გყავდა მაშინ უნდა დაგეფასებინა
22:34 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
....
ძალიანაც უყვარდათ ერთმანეთი.მაგრამ ბაბეტასთან მიმოწერა ჰქონდა ვარდოსანიძეს და სალომემ წაიკითხა.არ აპატია და კარგადაც მოიქცა.
21:37 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
არ უყვარდათ უბრალოდ ერთამენთი, და არც ოჯახისთვის იყვნენ მზად, ნუ ის სიყვარული არ იყო რაც ოჯახს ჭირდება. წარმატებები ორივეს, შეცდომას ყველა უშვებს.
16:12 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS