ანა მარგველაშვილის სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოები და ცხოვრების თავისუფალი წესი ინტერნეტსაიტებზე ხშირად ხვდებოდა. ქვეყნდებოდა ანას კლუბებში გადაღებული სურათები, ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას რამდენიმე მანქანა იცავდა, რათა ჟურნალისტებს ნასვამი არ გამოეჭირათ. დაქორწინების შემდეგ ანა მარგველაშვილის გარშემო სკანდალები არ დამთავრებულა.
ქორწინების შემდეგ
''ანა ძალიან ხალისიანი და მეგობრული გოგოა, ის ყოველ ღამეს კლუბებში ატარებს და ერთობა. ასევე უყვარს დალევა და ვერ ეგუება ოჯახს, ვერც მეუღლესთან ატარებს დიდ დროს''. სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა ერთ ერთი სააგენტო.
ანა ყვითელ პრესაში გავრცელებული ჭორების გამო არ ნერვიულობს და ყოველთვის ხუმრობს ამ თემაზე. ზემოთ ნახსენებ ჭორზე მან და მისმა მეგობრებმა ბევრი იხალისეს. ''ცემ ხომ გიგის''. სიცილით წერდნენ წყვილის მეგობრები.
ქორწინების ერთი წლისთავი წყვილმა მეგუბრების გარემოცვაში აღნიშნა.
''გილოცავთ ბამბის წლისთავს'', წერენ სოციალურ ქსელში და წყვილს ერთად კიდევ მრავალი წლის გატარებას უსურვებენ.
სალომე დადიანი