01 დეკემბერი, 2015
"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები
ისინი ისევ პოპულარობით სარგებლობენ
მრავალი წლის განმავლობაში "რუსთავი 2"-ში უამრავმა ჟურნალისტმა იმუშავა, თუმცა რამდენიმე მათგანი საზოგადოებას დღემდე ახსოვს. ჩანან თუ არა ეკრანზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ისევ ისეთი პოპულარობით სარგებლობენ. "ამბები.გე" რამდენიმე მათგანის დღევანდელი საქმიანობის შესახებ გიამბობთ.

ნინო შუბლაძე
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თოქ-შოუ "პოზიციის" წამყვანმა ნინო შუბლაძემ რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიიდან საჯარო სამსახურში გადაინაცვლა. ის ახლა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელია. მან ამ თანამდებობაზე თამარ ბოდოკია შეცვალა.

ეკა ბერიძე
ჟურნალისტი ეკა ბერიძე
წლებია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" მუშაობს, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს. გასულ წელს ბერიძის სახელფასო შემოსავალმა 126 750 ლარი შეადგინა. ეკა ბერიძე "რუსთავი 2"-დან დიდი ხნის წინ წავიდა. რამდენიმე წლის წინ, კი ტელეჟურნალისტის ამპლუაში ჯერ "მაესტროზე", შემდეგ "მეცხრე არხზე" გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში ის "ჯი დი ეს"-ზე პოლიტიკური თოქ-შოუთი დაბრუნდება.

ნიკა ტაბატაძე
ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალსიტი; 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა; ამ პოსტიდან 2006 წელს გაათავისუფლეს; შემდეგ კერძო ბიზნესში წავიდა; არის სს "ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა" და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი.

ნათია ბანძელაძე
ნათია ბანძელაძე "კურიერის" გამორჩეული ჟურნალისტი იყო. "რუსთავი 2"-ზე "ფორტუნადან" მოხვდა. "კურიერიდან" კი სამუშაოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნათია ბანძელაძემ ახალი პრეზიდენტის აპარატში მუშაობა აღარ გააგრძელა და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" დასაქმდა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS