27 ნოემბერი, 2015
რატომ უყვარს ნინი ქარსელაძეს შოკოლადი სამშობლოზე მეტად - „ჩემი პასუხი იყო გულრწფელი“
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა რამდენიმე კვირის წინ გადაცემა "მძიმე კაცთან" ნინი ქარსელაძის სტუმრობის შემდეგ სოციალიური ქსელში, ისევე როგორც სხვადასხვა პორტალებზე წერდნენ, თუ როგორ უყვარს ნინი ქარსელაძეს სამშობლოზე მეტად შოკოლადი. ნინიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა დაკრიტიკოსებს უპასუხა

„გადაცემა "მძიმე კაცთან", ჩემი ინტერვიუს მერე ვკითხულობ კომენტარებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მხოლოდ იმ თბილი სიტყვებისთვის, ადეკვატური და ობიექტური შეფასებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან მივიღე, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არამედ უცნობი
ადამიანებისგან, რომლებთანაც არასოდეს არანაირი შეხება და პირადი ურთიერთობა არ მქონია, ღირდა იქ მისვლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა. რაც შეეხება სამშობლოს და შოკოლადს. მე არ მივიღე თქვენი უარყოფითი შეფასებები. მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხი იყო გულრწფელი სხვებისგან განსხვავებით. ის ადამიანები, რომლებიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებენ სამშობლოს თავდადებულ სიყვარულს, მგონია რომ უბრალოდ იტყუებიან და თამაშობენ პუბლიკაზე. რომელ სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკებით, რომელსაც მუდმივად ლანძღავთ და გაქცევაზე ხართ? არამგონია თქვენ იყოთ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით დაკავებული. ასე რომ თქვენი ცინიზმი, სარკაზმი და მარო მაყაშვილის როლები თქვენთვის დაიტოვეთ.

პ.ს. ის ადამიანები, ვისი ვალიც არის სამშობლოზე და მის უკეთეს მომავალზე ფიქრი, ვერ ვხედავ, რომ იკლავდნენ თავს. მოკლედ, შეგიძლიათ უსასრულოდ ისაუბროთ ამ გადაცემაზე"- წერს ნინი სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
დიტო
ნინი გულწრფელად გეუბნება ერთი ქართველი რომელსაც თავის სამშობლო ტკივილამდე უყვარს, ღმერთს ვთხოვ ის მოგცეს რაც გინდა, იქ გამყოფოს სადაც გინდა და რაც შეიძლება მალე, ეგრე აჯობებს შენთვისაც და ჩვენთვისაც....
12:30 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართული ანდაზაა
დედა ნახე, მამა ნახე ,შვილი ისე გამონახე
08:32 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
ra kvelasda kvelapers akritikebt adamianis mozule avadmkopebo,gameebi agar gzinavt ogond vinmes esrolot talaxi tkve martla turtlianebo.aba chamoceret sia visac kvelase zalian gikvart samshoblo,romlistvisac arapers aketebt,kuchashi purtxebis da ginebis garda...
04:17 / 28-11-2015
გამოხმაურება / 0 /
mecodeba saqartvelo shennairi wurბelebis xelshi
ნინი, დაეკარგე რა საქართველოს ცნობად სახეებს, მადლიერი იქნება მთელი ქართველი ერი შენ რომ არ გიხილავს და შენს მჩხავანა ხმას, რომ არ გაიგონებს! თან ასე უთავმოყვარეო როგორ ხარ?!
23:22 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
საერთოდ რ ვიცნობ ნინის
დარწმუნებული ვარ საქმე საქმეზე რომ მიდგეს,აღმოჩნდება, რომ ნინის უფრო უყვარს სამშობლო, ვიდრე მათ,ვინც ამას ყვირის და ტვინი წაიღო სამშობლოს სადღეგრძელოებით. თქვენ, ვინც ამ გოგოს გულწრფელობისთვის აგინებთ, ე.ი.გძულთ ეს გოგო არა? და სამშობლო რა არის? ნინისნაირი გოგო-ბიჭები არა? აი თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ, არც მე არ მიყვარხართ თქვენ.
22:28 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
არვიცი..
სამშობლო რომ გიყვარდეს უნდა გესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა.მშობლები თუ უყვარს ნეტა ნინის? სა-მშობლო ანუ მშობელი ანუ მშობლიური.
21:07 / 27-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS