12 აგვისტო, 2013
ანი ტყებუჩავამ ჯვარი რეჟისორზე დაიწერა
სავარაუდოდ, ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვით ტკბება.  ''რეიტინგის'' სახელით ანის გაბედნიერებას ვულოცავთ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი ანი ტყებუჩავა გათხოვდა. მართალია, ანის სიყვარულის ამბავი კარგა ხნის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მსახიობი რჩეულის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდა.

''ახალი დაწყებულია ეს ურთიერთობა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მეგობრების წრეში ვხვდებოდით, ნელ-ნელა ერთმანეთში აღმოვაჩინეთ ისეთი თვისებები, რომლებმაც მოგვხიბლა და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და
ყურადღებიანი ადამიანია, უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია. იმასაც გაგიმხელთ, რომ ხელოვანია'' -
ამბობდა ანი, რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბრისას.

ერთი კვირის წინ, მსახიობთან ინტერვიუ კიდევ ერთხელ ჩავწერეთ. საიდანაც შევიტყვეთ, რომ ანის საქმრო რეჟისორი გახლდათ და სადედამთილოსთან მსახიობს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ინტერვიუს დაბეჭდვიდან დაახლოებით ერთ კვირაში ანიმ ლევან ბარამიძეზე ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერის დეტალების გასარკვევად ანისთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
Rating
სავარაუდოდ, ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვით ტკბება.  ''რეიტინგის'' სახელით ანის გაბედნიერებას ვულოცავთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ანჟელიკი
ღმერთმა გაბედნიეროთ ცხოვრების ბოლომდე! :)) ბიჭი არ ჯობია არანაირად, პირიქით, თუმცა ეს ჩვენი საქმე არაა ან რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს რას ვფიქრობთ,როცა მათ ერთმანეთი ნახეს და ღმერთმა აბედნიერონ ცხოვრების ბოლომდე! :))
23:14 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კაი ბიჭი
პრინციპულად არ ვეთანხმები "დავიტოს" კომენტარის მეორე ნაწილში.შე კაი კაცო(თუ ქალო), ზრდილობას რომ არიგებდნენ,სად იყავი? ანი შესანიშნავი ქალია და მე ვიტყოდი, წყვილი დიდებული.ვუსურვებ მათ გამრავლებას.
21:06 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კესო
იბედნიერეტ იხარეტ და გამრავლდით...უფალი გწყალობდეთ..კარგები ხართ ზალიან...
20:40 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
davito
ბედნიერებას გისურვებთ ისე ბიჭი ჯობია
20:22 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
manana
სულ ბედნიერები გამყოფოთ უფალმა
18:51 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანის ფანი
კარგი გოგო ხარ ანი,ღმერთმა გაბედნიეროს,სულ ასეთი ბედნიერი იყავი მომავალი 50 წელი ქოროს ქორწილამდე როგორც ეხლა ხარ,ბრილიანტის ქორწილიც გაადაგეხადოთ
18:42 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS