12 აგვისტო, 2013
ანი ტყებუჩავამ ჯვარი რეჟისორზე დაიწერა
სავარაუდოდ, ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვით ტკბება.  ''რეიტინგის'' სახელით ანის გაბედნიერებას ვულოცავთ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი ანი ტყებუჩავა გათხოვდა. მართალია, ანის სიყვარულის ამბავი კარგა ხნის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მსახიობი რჩეულის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდა.

''ახალი დაწყებულია ეს ურთიერთობა. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მეგობრების წრეში ვხვდებოდით, ნელ-ნელა ერთმანეთში აღმოვაჩინეთ ისეთი თვისებები, რომლებმაც მოგვხიბლა და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და
ყურადღებიანი ადამიანია, უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია. იმასაც გაგიმხელთ, რომ ხელოვანია'' -
ამბობდა ანი, რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბრისას.

ერთი კვირის წინ, მსახიობთან ინტერვიუ კიდევ ერთხელ ჩავწერეთ. საიდანაც შევიტყვეთ, რომ ანის საქმრო რეჟისორი გახლდათ და სადედამთილოსთან მსახიობს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ინტერვიუს დაბეჭდვიდან დაახლოებით ერთ კვირაში ანიმ ლევან ბარამიძეზე ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერის დეტალების გასარკვევად ანისთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
Rating
სავარაუდოდ, ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვით ტკბება.  ''რეიტინგის'' სახელით ანის გაბედნიერებას ვულოცავთ.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ჯილდა
გილოცავთ... თქვენი წყალი გადამსხმოდეს )))
23:03 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რაღაცნაირი თბილი გოგო ანი. არ ვიცნობ ცხოვრებში , მაგრამ ასე მგონიდ ძალიან დადებითი ადამიანია. ბედნიერებას გისურვებთ!
22:57 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ვინ იყო ამ გოგოს პირველი ქმარი? მაინტერესებს რა
19:38 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
გილოცავ და გმერტმა დაგლოცოს .სულგახარებული იკავი მტელი ცხოვრება.
16:46 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
...
რა თქვენი საქმეა გოგო ჯობია თუ ბიჭი? ვერა ხართ რა, ასეთი ბოროტები რა ხართ ეს ქართველები, როგორ გძულთ ერთმანეთი...
16:05 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
jino
ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ
14:41 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ანი ისეთ სიხარულს გვანიჭებს რომ როგორ შეიძლება მისი ბედნიერება არ გაგვიხარდეს? ვულოცავ და ტკბილი ოჯახის შექმნას ვუსურვებ.
14:23 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
დზალიან მიკვარს ეს ადამიანი გმერტმა ბედნიერი გამკოპოტ
13:34 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
ბედნიერებას გისურვებთ ცხოვრებაში... უფალმა დაგლოცოთ.........
11:12 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინმემ თუ შენიშნეთ,როგორ გვანან ერტმანეტს,ამათზეა ნათქვქმი ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო
08:53 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS